სწავლების ჩანაფიქრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სწავლების ჩანაფიქრი - სწავლების ჩატარების შინაარსის და თანამიმდევრობის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი. მის საფუძველზე მუშავდება ყველა სხვა საბუთი (ორგანიზაციული, სასწავლო-მეთოდური, ოპერატიული და სხვა). სწავლების ჩანაფიქრი მუშავდება რუკაზე, რომელსაც ერთვის განმარტებითი ბარათი.

რუკაზე აისახება

  • სწავლების დასახელება, სწავლების თემა, მიზნები, დრო, ეტაპები და მათი ხანგრძლივობა; ასევე საწყისი ოპერატიული ვითარება, მხარეების მოქმედებების ჩანაფიქრი და უფროსი მეთაურის მიერ დასახული ამოცანები;
  • მეზობლების და ურთიერთმოქმედი გაერთიანებების (შენაერთების, ნაწილების) მდგომარეობა და ამოცანები;
  • მოსალოდნელი გადაწყვეტილების ძირითადი ელემენტები და სხვა.

განმარტებით ბარათში აისახება: სწავლების თემა, სასწავლო და კვლევითი მიზანი, მოზიდული მართვის ორგანოების, ჯარების და მხარეების შემადგენლობა;ასევე ძალების და საშუალებების თანაფარდობა, სასწავლო საკითხების, მთლიანად თემის დამუშავების თანამიმდევრობა და მეთოდები, სწავლების შედეგების ანალიზის ადგილი, დრო და წესი. განიხილება მთავარი და სხვა დარტყმების მიმართულებები, ძირითადი ძალის თავმოყრა, თავდაცვის ზღუდეების სისტემა, კონტრდარტყმების (კონტრშეტევის) მიმართულებები, ზუსტდება მხარეების მდგომარეობა ოპერატიული ნახტომის დროს. მონაწილე გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის) ოპერაციის (საბრძოლო მოქმედებების) მაჩვენებლები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები