ტაბიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაბიკი

ტაბიკი - უღელში ჩასარჭობი ხე, შვინდის ან კოწახურის, გამოთლილი მტკვალნახევარი სიგრძის, ცერის თითის სიმსხო. ტაბიკი იჯდა უღლის სატაბიკე ჭრილში, თვალში. უღელში ჩაყრილი ორი ტაბიკი ხარს დაედება კისერზე და შეიკვრება ტყავის თასმით, აპეურით, ხარმა უღელი კისრიდან რომ არ წაიძროს.

ტაბიკი საქორწილო რიტუალის დამახასიათებელ ატრიბუტსაც წარმოადგენდა როგორც ცოლ-ქმრის ტოლობისა და მეუღლეობის სიმბოლო. იგი უღელთან ერთად ბრინჯაოს ხანის მასალაშია დაფიქსირებული.

გ.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები