ტერი ელენ ალის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Elen teri.JPG

ელენ ალის ტერი − (ინგლ. Alice Ellen Terry, 1847-1928), ინგლისელი მსახიობი ქალი.

დაიბადა მსახიობების ოჯახში. ადრეული ასაკიდან ეზიარა მსახიობის ხელოვნებას. მუშაობდა თეატრში „პრინცესი“ ჩარლზ კინის ხელმძღვანელობით. 1878-1902 წლებში იგი, ჰენრი ირვინგთან ერთად, „ლიცეუმის“ წამყვანი მსახიობია. იყო უაღრესად განათლებული, კარგდ ერკვეოდა ფერწერის და მუსიკის საკითხებში. იგი ყურადღებით სწავლობდა თავის პერსონაჟს, როლზე მუშაობას აგრძელებდა პრემიერის შემდეგაც. ჰქონდა მუსიკალური, გამომსახველი ხმა, რომლის შემწეობით შეეძლო უაღრესად ფაქიზად გადმოეცა გრძნობათა ნიუანსები. მის მიერ შექმნილი სახეები გამორჩეული იყო ემოციურობით, მთრთოლვარებით, ღრმა სულიერებით. 1902 წლიდან იგი ხდება თეატრ „იმპირიალის“ ხელმძღვანელი და სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებს აქტიურ თეატრალურ მოღვაწეობას.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები