ტოტემიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოტემი - (ეტიმ. ინგლ., მომდინარეობს ალგონკინთა (სამხრეთ კანადის ინდიელთა) ენიდან, totam ან ndodem „კლანის ემბლემა“, „ნათესაობა“, „მფარველი სული“) ადამიანთა მიერ საკუთარი თავის გაიგივების პრაქტიკა ადამიანისგან განსხვავებულ ობიექტებთან, ჩვეულებრივ, ცხოველთან ან მცენარესთან. რელიგიის პირვანდელი ფორმა, როცა სჯერათ თავისი ხალხის, კლანის ტოტემისგან წარმომავლობა. ტოტემი რელიგიურ ფენომენად გვევლინება, რამდენადაც მასში მოქმედებას იწყებს ტოტემის მიერ განსახიერებული ძალა, რომელთანაც ადამიანს დამოკიდებული ურთიერთობა აქვს.

სიმბოლურ მოქმედებებთან მიმართებაში ტერმინს იყენებენ უფრო ფართო გაგებითაც. ფუნქციონალურ ანთროპოლოგიას, კერძოდ, რადკლიფ-ბრაუნს (დიურკემის გავლენით) ტოტემი ესმოდა ჯგუფური სოლიდარობის სიმბოლოდ.

ფროიდის თვალსაზრისით, ტოტემი შუამავალია არაცნობიერ ბუნებასა და დათრგუნულ კულტურას შორის. სტრუქტურული ანთროპოლოგია მიიჩნევს, რომ ტოტემი ტაბუს მსგავსად, ბუნების სხვა ინსტანციაა, ამიტომ მისი გააზრება უნდა მოხდეს ადამიანებსა და ცხოველებს შორის განსხვავებათა სტრუქტურაზე დაყრდნობით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მითოსურ ობიექტებს ადამიანური გამოცდილების ამსახველი თვისებები თუ რეალური ცხოვრებისეული ნიშნები მიეწერება. შესაბამისად, მითოლოგიის შესაქმნელად კონკრეტული სინამდვილის მასალა გამოიყენება.

ტოტემი შეიძლება განხილულ იქნეს მოვლენად, რომელიც არ ახასიათებს განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებს, თუმცა ტოტემის შორეულ გამოძახილად მიიჩნევა ზოგიერთი თანამედროვე სიმბოლო, მაგ., თილისმა ან სპორტული გუნდის ემბლემა ცხოველის (მცენარის) გამოსახულებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები