ტრავერტინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ტრავერტინი – (იტალ. travertino < ლათ. Tibur ძვ. იტალიაში არსებული ქ. ტიბურის (ახლანდელი ტივოლი) სახელის მიხედვით), ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევრადკრისტალური მყარი წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს. სიმკვრივე 1400-1800 კგ/მ3. იყენებენ საშენ მასალად და კირის გამოსაწვავად. ხშირად ტრავერტინი გამოიყოფა მიწისქვეშა წყლებიდან და მღვიმეებში ქმნის სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს. ტრავერტინის დაგროვებით ზოგ მღვიმურ მდინარეთა კალაპოტებში ბუნებრივი კაშხლებია გაჩენილი. საქართველოში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტრავერტინი გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე, რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში. დიდი რაოდენობით მოიპოვება რუსეთში (პიატიგორსკი, კამჩატკა), იტალიაში, ირანში, გერმანიაში, თურქეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვ. ძირითადად იყენებენ როგორც დეკორატიულ მასალას (მას რომაულ ქვასაც ეძახიან);


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები