ური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურის ზიკურათი

ური – შუმერის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე; შუმერის სახელგანთქმული დინასტიის (ე.წ. III დინასტიის – დაახლ. 2112-2004 ძვ.წ.) სატახტო ქალაქი, მთვარის ღმერთის, სინის მთავარი საკულტო ცენტრი, რომლის დაარსება კოსმოგონიურ ხანაშია წარმოდგენილი: „ქალაქი, რომელიც ზღვასავით თავისთავად დაფუძნდა“. ური და მისი ტაძარი (ექიშნუნგალი) მითოსურად გაიგივებულია ბოსელ-ფარეხთან და იწოდება „ფურმრავალ, ფართო ბოსლად“, რომლის მწყემსია თავად მთვარის ღმერთი. ერთი შუმერული ჰიმნი ამგვარად აქებს ურს: „საუკეთესო ხვედრის ქალაქი, მეუფების დიდი საყდარი; ტაძარი-ური, შუმერის სამეთაუროდ აგებული. ქალაქი დიდკედლებიანი, აბზუდან ამოზრდილი; ქალაქი ცასავით გამშვენებული, სიუხვით დატვირთული და ფერად-ფერადად შემკობილი...“

ური, „ქალდეველთა ურის“ სახელწოდებით, ებრაელი ხალხის მამამთავრის, აბრაამის სამშობლოა, საიდანაც მისი საგვარეულო ღვთის განგებით ქანაანში გადასახლდა (დაბ. 11:31). ცნობილია ურის დიდი ზიკურათი, საფეხუროვანი კოშკი, რომელიც ათასი წლის მანძილზე შენდებოდა და, მაინც ვერ დასრულდა.

იგი ბიბლიური ბაბილონის გოდოლის პროტოტიპია.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები