უფლისციხის შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხეში, შიდა ქალაქის შუა უბნის დასავლეთ ნაწილში, განივი (ქვემოდან პირველი) ქუჩის პირას, კესონებიანი დარბაზის კომპლექსის აღმოსავლეთით. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით, მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლის ძირითად სამშენენებლო პერიოდს. დაუდგენელია ნაგებობის თავდაპირველი დანიშნულება (შესაძლებელია, კესონებიანი დარბაზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იყო).

აღწერილობა

ნაგებობა შედგება ორი სწორკუთხა ოთახისგანა. წინა ოთახი უფრო დიდი და მაღალი (7,95X4,75მ), გაგრძელებულია ფასადისკენ, უკანა ოთახი (4,75X4,75მ) კი სიღრმისკენაა მიმართული. შენობა მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. გარედან გამოვლენილია სამხრეთი ფასადით. დაზიანებულია: დარღვეულია შესასვლელების პირვანდელი ფორმა (რითაც შესუსტებულია გადახურვის საყრდენი), დანგრეულია სამხრეთი ფასადის კედელი, რომლის არსებობას ადასტურებს ინტერიერის მხრიდან დაცული ჭერისა და იატაკის კუთხეები. ფასადის კედელი, რომლის არსებობას ადასტურებს ინტერიერის მხრიდან დაცული ჭერისა და იატაკის კუთხეები. ფასადის თაღისებრი ღიადის კონტურით იგი უფლისციხისათვის დამახასიათებელი ღია დარბაზის შთაბეჭდილებას ქმნის. შენობა დაბზარულია. ბზარებით გახლეჩილია წინა ოთახის სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, ფასადის აღმოსავლეთი კუთხე და გადახურვის ნაწილი. დაბზარულია ოთახის უკანა კედელი, ჭერი, იატაკი. ნაგებობა ფეოდალური ხანაში საცხოვრებლად გამოუყენებიათ. კედლებში დაუდევრად ამოუკვეთიათ თახჩები და ბუდეები; უხეშად ჩამოუთლიათ კედლების ქვედა ნაწილები; წინა ოთახის ჭერი, ფასადის კედელთან, ამოუკვეთიათ ბუხრის საკვამლე.

ოთახები ერთმანეთს უკავშირდება კედლებში გაჭრილი კარით. წინა ოთახის განივ კედლებში მომიჯნავე კომპლექსებში გასასვლელი კიდევ თითო კარია. დასავლეთი კარი კესონებიანი დარბაზის კომპლექსს უკავშირდება. ორივე ოთახის ჭერი ბრტყელია. უკანა ოთახის სადაა, გლუვი, წინა ოთახისა კი მორთულია კლდეში გამოკვეთილი ხის კონსტრუქციის იმიტაციით – ექვსი მომრგვალებული შეწყვილებული კოჭითა და ორსაფეხურიანი ლავგარდანით. ნაგებობის ინტერიერი ხასიათდება კლდის ზედაპირის ფაქიზი, გლუვი დამუშავებით. დარბაზის ბანი ქუჩისპირა, ორ დანარჩენ კომპლექსის ბანთან ერთად, ქმნის ზედა ბაქანს – ტერასას, რომელზეც არავითარი ნაგებობის კვალი არ ჩანს. ნაგებობას არა აქვს ეზო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები