ფისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფისტიკა (ბისტიკა) − პროფესიული ხალხური მომღერალი, რომელსაც მიაწერენ, სალექსო საზომის (ბისტიკაურის) დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ამ მოსაზრების წყაროს წარმოადგენს „არჩილიანის“ ერთი ადგილი:

„არამც რომ დამკერელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა,
ზედან ემღერდეს შაირებს ნათქვამს ბისტიკას ცრუისა“.

აქედან პ. ინგოროყვას გამოყავს დასკვნა, რომ ბისტიკა დაბალი წრიდან გამოსული სახალხო პოეტი ყოფილა რომლის ლექსებს სტვირსა და ჭიანურზე მღეროდნენ აშუღები. მკვლევრის მტკიცებით, ბისტიკა რუსთველზე ადრინდელი პოეტია ხოლო შავთელური და ჩახრუხაული სალექსო საზომები ბისტიკაურის (ფისტიკაურის) შემდგომ განვითარებულ თუ გართულებულ სახეს წარმოადგენს.

ბისტიკას ეტიმოლოგიაზე მეცნიერებაში ორი მოსაზრებაა გამოთქმული: 1. ბისტი უნდა ნიშნავდეს იმასვე, რასაც ბისტიანი, თვალ-ბისტიანი, ბრმა (პ. ინგოროყვა). 2. პისტიკ, ბისტიკა, ფისტიკ – აღნიშნავს პატარას, პაწაწინას (ა. შანიძე), ორივე მოსაზრების ავტორს მიაჩნია, რომ ბისტიკა ბისტიკაურის შემომღები და გამავრცელებელი ქართველი ხალხური მომღერალია.

ჯ. ბარდაველიძე

ლიტერატურა

  • „რუსთაველის კრებული“, 1938;
  • ა. შანიძე, ფისტიკაურის ისტორიისათვის, „ლიტ. ძიებანი“, 1945;
  • ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები