ფიშერი ირვინგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fisher-irving.jpg

ფიშერი ირვინგ - (1867-1947) (Fisher Irving) - გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი, რომელსაც შუმპეტერმა 1948 წელს უდიდესი მეცნიერ-ეკონომისტი უწოდა. მან სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო როგორც მათემატიკოსმა, შემდეგ გადაერთო ეკონომიკურ თეორიაზე. ის იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი ეკონომეტრიკული საზოგადოების შექმნისა და გახდა მისი პირველი პრეზიდენტი 1930 წელს. მისი ნაშრომები გამოირჩევა მეცნიერული კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების გზების ძიებით. ფიშერის აზრით, თეორია სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამოყენებითი მნიშვნელობისაა. მან დიდი წვლილი შეიტანა კაპიტალის, სარგებლისა და ფულის თეორიების კვლევის სფეროში. ფიშერის ცნობილი ნაშრომებია: „კაპიტალისა და შემოსავლის ბუნება“ (1906), „ფულის მსყიდველობითი უნარი“ (1911), „სარგებლის თეორია“ (1930) და ა.შ.

ფიშერი აღიარებულია თანამედროვე ფულის რაოდენობრივი თეორიის ფუძემდებლად. მათემატიკური მეთოდის მოშველიებით იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფულის ღირებულება მისი რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო საქონლის ფასები - მიმოქცევაში არსებული ფულის პირდაპირპროპორციული. მან გამოიკვლია ურთიერთდამოკიდებულება ფულის მასასა და საქონლის ფასების დონეს შორის. ცნობილია ფიშერის გაცვლის ფორმულა, რომელიც ასახავს საქონლის შესაძენად გადახდილი ფულის რაოდენობასა და გაყიდული საქონლის ფასებს შორის ტოლობას:

MV=EPQ

სადაც, M ფულის საშუალო რაოდენობაა, რომელიც მიმოიქცევა წლის განმავლობაში, V - ფულის ბრუნვის საშუალო რიცხვი, E - ფულის ის რაოდენობა, რომელიც დახარჯულია მოცემულ საზოგადოებაში საქონლის შესაძენად განსაზღვრულ წელს, P - ცალკეული საქონლის საშუალო გასაყიდი ფასი, Q - ყველა გაყიდული საქონლის რაოდენობა.


იხილე აგრეთვე

ფიშერის განტოლება
ფიშერის ეფექტი

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები