ფლოტის სახომალდო ძალების დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლოტის სახომალდო ძალების დაცვა - საბრძოლო მოქმედებების და ღონისძიებების კომპლექსი თავდაცვის და დაცვის ყველა სახეობის სისტემაში.

მისი მიზანია, არ დაუშვან მოწინააღმდეგის ავიაციის, წყალქვეშა ნავების და წყალზედა ხომალდების უეცარი თავდასხმა; უზრუნველყონ საკუთარი სახომალდო ძალებისათვის საჭირო დრო და ხელშემწყობი პირობები საბრძოლო წყობად განლაგებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის.

მისი ორგანიზება ხდება ხომალდთა შენაერთების ყოფნისას ბაზაში, ზღვით გადასვლის და ბრძოლის დროს. შედგება ახლო და შორი დაცვისაგან, ხორციელდება მზირი (მზვერავი) ხომალდების, ავიაციის, ტაქტიკური დაზვერვის ჯგუფების, რადიოლოკაციური მზირების, საჰაერო თავდაცვის, ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის, კატარღასაწინააღმდეგო და ნაღმსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის, რადიოელექტრონული ბრძოლის შემადგენლობაში გამოყოფილი ძალებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები