ქართული ნუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ნუში

ქართული ნუში – (Amygdalus georgica Desf.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 0.4-1 მ სიმაღლის ბუჩქია. ღერო რუხქერქიანი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები 8 სმ-მდე სიგრძისაა. მოგრძო-ლანცეტა, ძირისკენ თანდათანობით შევიწროებული, ხერხისებურად დაკბილული. ჯამი მოწითალოა, გვირგვინი ვარდისფერი. ნაყოფი ხშირი, რბილი ჯაგრითაა დაფარული. ყვ. ნაყ. IV-IX. კახეთის ფარგლებში გარე კახეთშია (გარეჯის მიდამოები, ვაშლოვანი, შირაქი) ცნობილი, გავრცელებულია ნახევრად მშრალ ეკოსისტემებში, ბუჩქნარებში, ველებზე. გვხვდება ქართლსა და თრიალეთშიც. მცენარე საქართველოში აღწერილია 1809 წელს. ის შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები