ქიოგეთ ჟულდუზუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქჲოგეთ ჟულდუზუ (ბალყ.-ყარაჩ. Кёгет жулдузу – „ნაყოფთა ვარსკვლავი“) – ბალყარულ-ყარაჩული საწესო ცეკვა. სრულდებოდა ნაყოფის მომცემ ხეთა ყვავილობისა და ხილის კრეფის ჟამს. იმისათვის, რომ ახალრძალი ქმრის ნათესავებს არ მორიდებოდა და მათთან დალაპარაკება და თავისუფალი ურთიერთობა შეძლებოდა, „სახის გახსნის“ (бет ачаргъа) რიტუალს აწყობდნენ. ახალრძალს გადასცემდნენ ხის ჯვარედს, რომელზედაც ვაშლი, მსხალი, ტბილეული და სხვადასხვა საჩუქრები ეკიდა. რიტუალი ზემოაღნიშნული ცეკვით მთავრდებოდა.



ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები