ღაღანიძე მერაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერაბ ღაღანიძე

მერაბ ღაღანიძექართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოსოფოსი, თეოლოგი, პროფესორი; ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი. დაიბადა 1961 წლის 12 იანვარს თბილისში.

მას შემდეგ, რაც დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა (ძველი ქართული მწერლობის განხრით), 1984 წლიდან 1993 წლამდე, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქართული ლიტერატურის ისტორიას, მითოლოგიას, რელიგიათა ისტორიას.

1994 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა დომინიკელთა ორდენის ქრისტიანული კულტურის ცენტრში პრაჰაში, 1997-2001 წლებში ასწავლიდა პრაჰის კარლოსის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტებზე ქრისტიანულ თეოლოგიას, რელიგიათა ისტორიას, ზოგად და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას.

ამჟამად ასწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობს ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრს.

გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია სინამდვილე და წარმოსახვა „დავით გურამიშვილის „მხიარულ ზაფხულში“ (თბ., 2002) და სტატიები რელიგიის, ლიტერატურისა და კულტურის საკითხებზე.


ბიბლიოგრაფია

  • ლიტერატურა, კულტურა, რელიგია (ავტორი) // ტომი 1, 2000-2009. - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2021. - 528გვ.
  • ლიტერატურა, კულტურა, რელიგია (ავტორი) // ტომი 2/1, 2010-2019. - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2021. - 488გვ.
  • ლიტერატურა, კულტურა, რელიგია (ავტორი) // ტომი 2/2, 2010-2019 . - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2021. - 496გვ.
  • აკაკის ფაუსტური პარაბოლა (ავტორი). - თბილისი, ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, 2019. - 244გვ.
  • განსაკუთრებული საყოველთაოში (თანაავტორი). - თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, 2014. - 186გვ.
  • მწერლის ცხოვრება დროში და სიტყვაში : 99 მცირე და ვრცელი ჩანაწერი უცხოელ მწერალთა შესახებ (ავტორი). - თბილისი, მემკვიდრეობა, 2011. - 524გვ.
  • ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე : ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან (ავტორი). - თბილისი, მემკვიდრეობა, 2010. - 160გვ.
  • გზავნილი "არილის" მკითხველს (ავტორი). - თბილისი, მემკვიდრეობა, 2009. - 187გვ.
  • წვდომისა და გამოხატვის ოსტატობა : 25 ესეი ხელოვნების შესახებ, 1995-2000 (ავტორი). - თბილისი, ქრისტიანული თეოლ. და კულტ. ცენტრის გამოც., 2004. - 166გვ..
  • რწმენისა და იმედის გზაზე : 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, წმ. ირინეოს ლიონელის სახ. ბიბლ.-თეოლ. ინ-ტი, 2003. - 319გვ.
  • კულტურათა გზაჯვარედინი : XVIII-XIX საუკუნეთა ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები = Crossroads of cultures (თანაავტორი). - თბილისი, ლომისი, 2002. - 188გვ.
  • სინამდვილე და წარმოსახვა დავით გურამიშვილის "მხიარულ ზაფხულში" (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 2002. - 199გვ.

წყარო

რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები