ღვთის შვილები (რელიგიური გაერთიანება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვთის შვილები - ღვთის შვილთა გაერთიანება, რომელიც თავის თავს 1978 წლიდან სიყვარულის ოჯახს უწოდებს, დაარსა ამერიკელმა დევიდ ბერგმა.

სარჩევი

ისტორია

ბერგ 1919 წელს დაიბადა მქადაგელთა ოჯახში. 40-იანი წლების შუა ხანებში იგი კურირებდა ერთ-ერთ ქრისტიანულ ჯგუფს არიზონაში, რომლის სახელი იყო „Cristian and Missionary Alliance“, შემდეგ იგი ჩამოშორდა ამ ჯგუფს და გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც მან დაარსა ჯგუფი „Teens for Crist“ და ამ გაერთიანებაში ბიბლიის სწავლებას ეწეოდა. როგორც ჩანს, დავიდ ბერგს იმთავითვე სჯეროდა, რომ იგი ღმერთის მიერ მოწოდებული იყო ესქატოლოგიური დროის წინასწარმეტყველად. 1968-69 წლებში მან საცხოვრებელი მანქანა - ფურგუნით შემოიარა ქვეყანა და ქადაგებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოედნებზე, კაფეებსა და სკოლების წინ. ასე შემოიკრიბა მან ჰიპების ერთი ჯგუფი და მათთან ერთად სახეტიალოდ გაემართა კანადაში. ეს ჯგუფი თან დაჰყვებოდა მას და მართავდა საჩვენებელ წარმოდგენებს. ერთმა რეპორტიორმა მათ „Cildren of God“ შეარქვა.

ჯგუფი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულად ცხოვრობდა და მთლიანად ემორჩილებოდა დევიდ ბერგსა და მის ოთხ „ბავშვს“. დევიდი აცხადებდა, რომ სიწმინდისა და ხსნის პოვნა მხოლოდ ღმერთის ნამდვილ წინასწარმეტყველთან, დევიდ ბერგთან და მის ოჯახში იყო შესაძლებელი. ამგვარ ქადაგებებს ისინი კონფლიკტურ სიტუაციაში შეჰყავდა ჰიპების დროის სხვა ჯგუფთან, რომელსაც ერქვა „Jesus-Peopal“. ცოტა მოგვიანებით მას რთული ურთიერთობა შექმნა აგრეთვე იმ ბავშვების მშობლებთან, რომლებიც მას შეუერთდნენ. ამ ბავშვებმა გაწყვიტეს სასწავლო პროცესი, კონტაქტი თავიანთ მშობლებთან და ყველაფერი, რაც გააჩნიათ გადასცეს დევიდ ბერგს, რომელიც იმჟამად MO-დ იწოდებოდა.

სწავლება

ღვთის შვილთა რწმენის მიხედვით მსოფლიო დგას გარდაუვალი აღსასრულის წინაშე. მხოლოდ იმათ აქვთ გადარჩენის შანსი, ვინც ამ მოძრაობას შეუერთდება და რადიკალურად შეაქცევს ზურგს აღსასრულისთვის განწირულ ამ სამყაროს. ამის ერთგვარი გამოხატუილებაა ახალი სახელის დარქმევა, რომელიც ბიბლიური წარმომავლობისაა. ფაქტობრივად არ არსებობს ამ ახალი მოძრაობის მოძღვრება, ყველაფერი წინასწარმეტყველ დევიდ-მოსე ბერგზეა დამოკიდებული. უმაღლესი მცნებაა-უპიროდ დაემორჩილო მას. ვინაიდან იგი საჯაროდ არ გამოდის და დამალულია, მისი მითითები ვრცელდება ე.წ. MO-ს წერილების მეშვეობით, რომელთაც უდიდესი ავტორიტეტი და მნიშვნელობა ენიჭება. ეს წერილები უმეტესად პორნოგრაფიული ხასიათისაა, სიტყვები „მოყვასის სიყვარული“ თითქმის ყოველთვის გადმოცემულია პორნოგრაფიული პლანის მეშვეობით.

ღვთის შვილთა მოძრაობისათვის საყოველთაოდაა დამახასდიათებელი უკიდურესად კონტრასტული აზროვნება. ყველა, ვინც ამ სექტის გარეთაა, წარმოადგენენ „სისტემიტებს“ (სიტყვიდან სისტემა), რომელთა გამოყენება შეიძლება დაუფიქრებლად. არაფრის სანაცვლოდ, მისგან შეიძლება აიღო ყველაფერი ის, რისი აღებაც შესაძლებელია. გარეგან წინააღმდეგობებში, იქნება ეს მშობლების, სახელმწიფოს თუ ნებისმიერი პიროვნებიდან მომდინარე, ხედავენ სატანის ძალას, რომელსაც სურს დაანგრიოს ის, რაც უკვე შექმნილია. სექტის შიგნით არის სიყვარული და უსაფრთხოება, სექტის გარეთ კი სიცივე და სიძულვილი. ვინც სექტას ტოვებს, ის ღმერთს ღალატობს და სატანას უერთდება. მას საშინელი რამ ელოდება და ამიტომ მისთვის უკეთესია, სექტიდან წავლისთანავე თავი მოიკლას.

ყოფა

ღვთის შვილები ცხოვრობენ „კოლონიებში“ და მუშაობენ „მთელი დღის მისიონერის“ გრაფიკით. დღე გადატვირთულია „MO-ს წერილების“ კითხვით, ბიბლიის გაკვეთილებით, ქუჩაში მისიონერული მუშაობით და ფულის შეგროვებით. თითოეული წევრის საქმიანობა, მის მიერ გაწეული მისიონერული საუბრები, ბიბლიის გაკვეთილებისათვის თუ თვით „საარშიყო თევზაობისთვის“ (Flirty Fising) დახარჯული დროც კი უმკაცრესად აღირიცხება. გარე სამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ და მხოლოდ მისიონერული საქმიანობის გზით ხერხდება. ჯგუფში გაწევრიანება ტოტალურია, ნათესავებთან და ნაცნობებთან ადრე არსებული ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა აუცილებელია. ყოველი ეს ძლიერდება ახალი სახელის დარქმევითა და წევრთა როტაციით. ღვთის შვილები ცხოვრობენ შემოწირულობებითა და MO-ს წერილების, პატარა ბროშურებისა და მუსიკალური კასეტების გაყიდვით შემოსული ფულის ხარჯზე. მწირი შემოსავლიდან 10% MO-ს უნდა გეგზავნოს. კერძო საკუთრება, თუნდაც უმცირესი ფინანსური სახსრის ქონა, მკაცრადაა აკრძალული.

სექტაში ლიტერატურა იერარქიის შესაბამისად, გარკვეული საიდუმლო საფეხურების მიხედვით ნაწილდება. ამგვარი განაწილება ხშირად პრიმიტიულ, კომიკურ ხასიათს ატარებს. სანამ ახალი წევრი ლიტერატურას მიიღებს, მისი ტვინი იმდენად „გაირეცხება და გასუფთავდება“, რომ ღმერთის სასჯელის შიშით ის ყველაფერს უწევს ანგარიშს. ამაში შედის FF-ის (Flirty Fising-ის) მისიონერების მეთოდებიც: ახალგაზრდა ვაჟებმა და გოგოებმა მათი სხეულის საშუალებით ახალი ახალგაზრდები უნდა შექმნან: სხვაგვარად რომ ვთქვათ: MO-თვის მათ პროსტიტუციას უნდა მიჰყონ ხელი. აქ გთავაზობთ ნაწყვეტს დევიდ მოსე ბერგის FF-ის სახელმძღვანელო წიგნიდან:

„31. არ არსებობს არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ღმერთის ნაწყალობები არ გამოვააშკარავოთ და არ გამოვაჩინოთ. ამგვარად, შენს სხეულში არაფერია ისეთი, რისიც შენ უნდა გრცხვენოდეს. არაფერია სამარცხვინო შენს მკერდში, არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ შენ შენი მკერდი საყურებლად გამოაჩინო იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებია და რა დროის განმავლობაშიც ეს ნებადართულია და მისაღები. თუ შენ იცი, რომ შენ ღმერთის შემოქმედება ხარ, მისი ხელების მიერ შექმნილი სასწაული, მაშინ შენ ღმერთს დიდება და პატივი უნდა მიაგო და მისი შემოქმედება საშკარაოზე გამოაჩინო.

32. ნუ გრცხვენია მკერდზე ღრმად ამოჭრილი ტანსაცმლის ტარების, არავითარი მკერდსკრავი, მხოლოდ გამჭირვალე პერანგები. აჩვენეთ ყველაფერი, რაც გაქვთ. ეს არის მისატყუარი, სხვაგვარი მისატყუარი უბრალოდ არ არსებობს. რასაც თევზი არ ეტანება, ის არც არის სატყუარა. ის, რაც მომხიბვლელად, თავბრუდამხვევად და მაცდუნებლად არ გამოიყურება, ის არაა სატყუარა. არანაირი აზრი არ აქვს, სრულიად შებოჭილი წახვიდე იქ და ისე გამოიყურებოდე როგორც ბებიის ბიცოლა ან სხვა ამგვარი.

36. ერთადერთი ბიბლია, რომელსაც ეს ახალგაზრდები კითხულობენ, არიან ეს გასაოცარი გოგონები თავიანთი მკერდებით. ეს არის სიყვარულის ის სახეობა, რომლის გაგებაც მათ შეუძლიათ; სიყვარულის ის სახეობა, რომელსაც ისინი კითხულობენ და ხედავენ, რომლის შეგრძნება და მოსმენა მათ შეუძლიათ უფრო მეტად, ვიდრე ისინი ღმერთის სულიერ სიყვარულს გაიგებენ.

37. ღვთის სული იყენებს შენს სხეულს, შენს ხორცს და შენს თვალებს, როგორც სატყუარას, რათა ისინი მოუწყვეტლად დაგიკავშიროს შენ, დაუკავშიროს შენს სხეულს; და თუ ისინი თვალებში გიყურებენ, ხედავენ ღვთის სულს და შეიგრძნობენ მის სიყვარულს, შემდეგ შენ შეგიძლია საკუთარი ენით მოუთხრო მათ იმის შესახებ, თუ რა არის ყოველივე ამის საფუძველი ანუ რაში მდგომარეობს მარადიული ჭეშმარიტება“.

ეს სექტა გამსჭვალულია მუდმივი მერყეობის შეგრძნებით ბედნიერების გრძნობასა და დანაშაულის გრძნობას შორის. თუ წარმატებული ხარ, მაშინ ეს იესოს შემოქმედებაა, თუ წარუმატებელი ხარ, შენი ბრალია. მათი რწმენით კონტროლდება სექტის ყოველი წევრის არა მარტო თითოეული ქმედება, არამედ თითოეული ნაფიქრიც. სწორედ აქედან მოდის მუდმივი დანაშაულის შეგრძნებაც. სექტის განკარგულებაში არსებული მეთოდებით, შესაძლებელია ადამიანს ტკივილის გზით აიძულონ იმის გაკეთება, რაც სექტის ლიდერებს მოეპრიანებათ, თანაც ისე, რომ ადამიანის ფიზიკურმა დაძაბუნებამ არ გამოიწვიოს მისი ფსიქიკური მოშლილობა... ღვთის შვილებთან ღამე განსაკუთრებით სასურველი დროა დამსჯელი აქციების ჩასატარებლად. დასასჯელს საწოლიდან ააყენებენ ხოლმე და უბრძანებენ, ხალიჩაზე გადავიდეს იმ დანაშაულის საზღაოდ, რაც მან მოიმოქმედა. ყველაფერი ეს ისე კეთდება, რომ კაცი გულწრფელად იჯერებს, თითქოს მან ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა.

ეს ყოველივე ღამით კეთდება, ვინაიდან ღამე, ბუნებრივია, გაცილებით ეფექტურია საამისოდ. ასე, მაგალითად, ერთმა დედამ ორი ღამე ვერ დაიძინა იმიტომ, რომ მისი ახალშობილი საშინლად ტიროდა. ბავშვი სულ რამდენიმე დღისა იყო და ჭვალური ტკივილები აწუხებდა. დილის 10 საათზე დედას ეუბნებიან: მზად იყავი, ჩვენ შემოგივლით, რათა დაგელაპარაკოთ. რა თქმა უნდა, დედას მაშინვე უჩნდებოდა ფიქრი: ნეტა რა დავაშავე? და ასე იწყება აუტანელი დაძაბულობა. იგი ელოდება. გადის 1, 2... 12 საათი ... იგი მთლიანად დაძაბულია, მაგრამ ეშინია საწოლთან მისვლის; ბოლოს, დაღლილობას ნებდება და წვება. უცებ იღება კარი, შემოდიან ხელმძღვანელები და იწყება წამება. ის გადმოჰყავთ საწოლიდან ხალიჩაზე; ამ დამსჯელი აქციიდან სამი საათის შემდეგ ის წამების მომდევნო ეტაპზე გადაჰყავთ. საუზმისას მან ხელმძვანელების წინაშე უნდა აღიაროს თავისი ცოდვები. მისი ბუნტი არსებული წესების წინააღმდეგ ბავშვის დაბადებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, მან უარი განაცხადა გაეკეთებინათ მისთვის ქირურგიული პროცედურა სამართებლით, ვინაიდან ამგვარ რამეს იგი, როგორც მედიცინაში ჩახედული, არაჰიგიენურად მიიჩნევდა.

სექტა ცდილობს, ჩამოიშოროს ყველა, ვინც ხშირად ან ხანგრძლივად ავადმყოფობს. სამედიცინო დაზღვევა, როგორც წესი, არცერთ მათგანს არ აქვს; სექტაში სჭირდებათ მხოლოდ ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანები, ან ისეთები, ვისაც ბევრი ფული აქვს.

მისიონერული საქმიანობა

რა თქმა უნდა, ღვთის შვილებთან არც ისეა საქმე, რომ იქ მისულები მაშინვე მათ რიგებს შეუერთდნენ „საარშიყო თევზაობის“ (Flirty Fising) და სხვა მეთოდების დანიშნულებაა „თევზი“ ჯგუფში მიიტყუოს. აქ მას ყველა ერთობლივად „დაამუშავებს“. ახალმოსულს შეუქმნიან შთაბეჭდილებას, რომ იგი სრულადაა დაცული და შეუვალი, რომ ის საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ყველას უყვარ. იქ ყველა ერთად მღერის და ეს ატმოსფერო საოცრად ლამაზია. ახალ წევრებს, რომელთაც ქრისტიანული რწმენა აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება ექმნებათ, თითქოს აქ მორწმუნეთა ჯგუფი იყოს, რომელიც ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი ადვილად პოულობენ განსხავებას ყოველივე ნანახსა და კვირა დღის მოსაწყენ ღვთისმსახურებას შორის. ვინც გადაწყვეტს, რომ უფრო ხშირად მოვიდეს აქ, ის შეიტყობს იმათი აღფრთოვანების შესახებაც, ვინც უკვე მიიღო ამგვარი გადაწვეტილება. ამას მოჰყვება ერთგვარი შეთავაზება - მოთხოვნა: სცადოს ჯგუფთან ერთად ცხოვრება. აქ იწყება გადაბირების მეორე ფაზა: ახალმოსული არც ერთი წუთით აღარ რჩება მარტო, ვინმე ყოველთვის არის მის გვერდით; მას აღარ აქვს დრო საიმისოდ, რათა გაანალიზოს არსებული სიტუაცია, ვინაიდან გამუდმებითაა დაკავებული; ეს წერილების კითხვა, ერთობლივი ლოვცები, საგალობლები, კოლონიის დალაგება - დასუფთავება, საუბრები და ა.შ. კაცმა რომ თქვას, საამისოდ დაეჭვების საფუძველიც არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან მთელი ჯგუფი, გამონაკლისის გარეშე, ერთი აზრისაა. გარკვეული დროის შემდეგ, როგორც წესი, ახალმოსული სხვა ჯგუფში გადაჰყავთ, ისე რომ, გავლენა გარედან გამოირიცხება. ამასთან, ყოველგვარი საშუალებებით ბრკოლდება კერძო კონტაქტები გარე სამყაროსთან. თანდათან ისეთი გრძნობა ეუფლება ახალმოსულს, თითქოს სხვანაირად ცხოვრება აღარც შეიძლება.


წყარო

რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები