ღიღილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღიღილო

ღიღილო

ოჯახი – Compositae - რთულყვავილოვანნი
გვარი - Centauréa L, - ღიღილო
სახეობა -– C. cyanus L – ღიღილო

ღიღილო მონოკარპული, ბალახოვანი მცენარეა, შეიძლება იყოს ერთწლიანი, ან ორწლიანი, აბლაბუდისებურად განტოტვილი სწორმდგომი ღეროებით 30 –100 სმ სიმაღლის. ღეროზე ფოთლები მჯდომარეა, ხაზურა, დაკბილვის გარეშე. ყვავილები კალათაა, რომლებიც ღეროს ბოლოებზე ვითარდებიან. ინვითარებს ცრუ კალათებსაც. განაპირა ყვავილები უნაყოფოა, ცისფერი, შუა ყვავილები ორსქესიანია, მოლურჯო-იისფერი, მილისებრი. თესლები პრიალაა, ნაცრისფერი ან მოყვითალო ნაცრისფერი, მომრგვალებული, 2,5- 4,4 მმ სიგრძის. ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტოში.

გავრცელებულია ევროპულ ნაწილში (გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და სამხრეთისა), კავკასიაში, იშვიათად ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში. ჩვეულებრივად სარეველაა. გამოყენებულია განაპირა ყვავილები, რომლებიც შეიცავენ გლიკოზიდებს: ცენტაურინს, ციკორს, ციანინს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს. აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი და ანტიბაქტერიული თვისებები. გამოიყენებენ თირკმელებისა და შარდმდენი გზების დაავადების დროს. იღებენ ლურჯ საღებავსაც. თაფლოვანი მცენარეა.

წყარო

სამკურნალო მცენარეთა მავნებლები და დაავადებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები