ყუბასარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყუბასარი - მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი 1178/1179-1190/1191 წწ. წარმომავლობით ყივჩაყი („ნაყივჩაყარი“), ინტეგრირებული ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში. ამირსპასალარი 1177/78 - 1185 წწ-ში. ორბელთა აჯანყების დამარცხების შემდგომ გიორგი III-მ ამირსპასალარის და მანდატურთუხუცესის სახელოები გადასცა, რომელმაც დიდად უერთგულა მეფეს აჯანყების მიმდინარეობისას. სავარაუდოდ, მანამდე იგი საქართველოში ჩამოსახლებულ ყივჩაღთა ჯარის უფროსი იყო. სტეფანოს ორბელანის ცნობით, გიორგი III-მ „მისცა ყივჩაღსა მას ყუბასარს ... ალაგი მთავრობისა მათისა (ორბელთა) და ამყოფა სპასალარად, გინა სპასპეტად ყოვლისა საქართველოისა“. თამარის პირველი ისტორიკოსი ამირსპასალარად მოიხსენიებს მას თამარ მეფის დედის, ბურდუხან დედოფლის გარდაცვალების ეპიზოდში. ისტორიკოსი მას ახასიათებს „კარგ მოყმედ და ჭაბუკად“, „პატრონთაგან გაზრდილად“. თამარის გამეფების დროს იგი უკვე დასნეულებული ყოფილა „ფილენჯად წოდებული“ სენით და წართმეული ჰქონია მეტყველბა და ხელ-ფეხი. დიდგვაროვანმა აზნაურებმა თამარისაგან „განიდებულ უგვაროთა“ (ყუბასარი, აფრიდონი) გადაყენება მოითხოვეს. თამარმა ყუბასარს მხოლოდ სამოხელეო თანამდებობები და მასთან დაკავშირებული ლორე ჩამოართვა, დანარჩენი ქონება კი გარდაცვალებამდე ხელუხლებლად დაუტოვა.




წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები