ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი — ანონიმური თხზულება, თამარ მეფის პირველი ისტორია. მისი ავტორი კარგი მწერალი, წინარე ქართულ, ანტიკურ, ბიზანტიურ და ისლამურ კულტურათა მცოდნე ისტორიკოსი, სამეფო ხელისუფლების აქტიური იდეოლოგია. თხზულება მოიცავს ხანას გიორგი მესამის მეფობიდან თამარის გარდაცვალებამდე და წარმოადგენს ისტორიული თხრობისა და ქებითი ჟანრის შერწყმას (მისი სათაური ნიშნავს — ისტორია და ქება გვირგვინოსანთა). ავტორი აღწერს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, სოციალურ ძალთა ქმედებას, კულტურულ-საეკლესიო ღონისძიებებს, ომებს, ანტიმონოფიზიტურ პაექრობას, სამეფო ოჯახს…

მაგრამ ავტორის მთავარი მიზანი მაინც თამარის განდიდებაა. თამარი, როგორც მეფე და როგორც ადამიანი, დასახულია იდეალურ პიროვნებად. იგი არის „მზე მნათობთა შორის“, აღემატება ყველა მეფეს, ლიტერატურულ გმირსა თუ ბრძენს („ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის, სპანდიარ, თაჰმთა და სიაოშ გოლიათთა შორის, სოლომონ, სოკრატე და პლატონ ბრძენთა შორის“). თამარის დამსახურებაა საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებული ძლიერება, მესიად რის მოვლენილი ქვეყნად, ღვთაებრივი წარმოშობისაა და ღვთაებრივი მშვენებითა და სიბრძნით არის შემკული. ამასთან, თამარი ღვთაებრიობის სადესი განსხეულებაა, სამების მეოთხე იპოსტასია — „სამებისაგან ოთხად თანააღზევებული“. ადამიანის, თუნდაც მეფის მეოთხე იპოსტად შერაცხვა უნიკალური იდეაა თვით შუა საუკუნეებისთვის.

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ შეიცავს მნიშვნელოვან ბელეტრისტულ ელემენტებს. „მაღალი სტილის“ მიხედვით გამართული ამ თხზულების ენა, მეხოტბეთა მსგავსად, „რიტორიკულია“.


ტექსტი


ლიტერატურა

ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, 1945, გვ. 220-241.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები