შავფეხა ღორის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shavfexa.PNG

შავფეხა ღორის სოკო (ლათ. Paxillus atrotomentosus (Fr) Fr. რუს. Свинушка толстая)

ქუდი –·15 სმ-მდე დიამეტრისაა, ენისებრია, შემდეგ კი – ძაბრისებრი; ტიტველია ან წვრილ-ხავერდოვანი, ზოგჯერ დახეთქილი, ჟანგმიწისფერ-მურა, ფირფიტები დაღმავალია, ფეხთან ბადისებურად დატოტვილი, მოყვითალო.

ფეხი – 5-8X2-3 სმ, გვერდითი ან ექსცენტრული, ძირისკენ გაგანიერებულია, შავ-ქეჩისებრი ზედაპირი აქვს.

რბილობი – მშრალი, მოყვითალო, მომწაროა, ჰაერზე მუქდება.

სპორები – 4-6X4 მკმ, კვერცხისებრ-ელიფსისებურია, ჟანგმიწისფერია სპორების მტვერი – მოყვითალო-ყავისფერი.

იზრდება ძველ წიწვოვან დამპალ კუნძებზე, გადანაჭრებზე და მათ ახლოს, ხშირად ჯგუფურად, განსაკუთრებით ფიჭვზე, ზაფხულ-შემოდგომით.

შხამიანი სოკოა.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები