შამანიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შამანიზმი (შამანობა) – რელიგიის უძველესი ფორმა. აღმოცენდა პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში. ექსტაზის მეშვეობით შამანი უკავშირდებოდა ბუნების წარმმართველ ძალებს და გარდაცვლილთა სულებს. ეცვათ სიმბოლური აქსესუარებით აღჭურვილი სპეციალური ზოომორფული სამოსელი, ცხოველთა და ფრინველთა ნიშნებით. თითოეულ მათგანს ჰქონდა კონკრეტული საკრალური მნიშვნელობა. შამანი იყო მაგიური რიტუალის შემოქმედიც და წარმმართველიც.

საქართველოში შამანიზმის ერთ-ერთ სახეობად გვევლინება აღმოსავლეთის მთიანეთში გავრცელებული ქადაგობა.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები