შარვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარვან-ი (აფხ. Шьаруан) – ნართულ გადმოცემათა მიხედვით ელდიზთა სახელოვანი გვარის წარმომადგენელი (სხვა გადმოცემით, შარვანი ჰაიხუზთა თუ ჰვილმიზთა გვარიდანაა), ნართების დედის ძმა.

ელდიზების გვარს უხსოვარი დროიდან მტრობა ჰქონდა კაციჭამია გოლიათებთან, რომლებიც ღრმა ხეობიდან სპილენძის ხიდის გავლით მოდიოდნენ და თავს ესხმოდნენ ელდიზებს. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს კაციჭამიებმა მთელი გვარი ამოწყვიტეს, გადარჩა მხოლოდ ერთი ფეხმძიმე ქალი — შარვანის მომავალი დედა. როგორც კი დავაჟკაცდა შარვანი, აისხა მამისეული იარაღი, მოაჯდა ცხენს და შურის საძიებლად სპილენძის ხიდისკენ გასწია. იქ ჩაუსაფრდა იგი კაციჭამია გოლიათებს და გაანადგურა ისინი. მხოლოდ შურისძიების შემდეგ გაეცნო შარვანი თავის დისშვილებს — ნართებს.


ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები