შახტური ღუმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შახტური ღუმელი

შახტური ღუმელი − კოშკური ტიპის სამრეწველო ღუმელი, რომლის დანიშნულებაა ნატეხი მასალის გამოდნობა ან გამოწვა. დასამუშავებელი მასალა ღუმელში იტვირთება ზემოდან, ხოლო წვის აირული პროდუქტები მოძრაობს ქვემოდან ზევით ჩატვირთული მასალის შესახვედრად. გამოიყენება მეტალურგიაში და სამშენებლო საქმეში კირქვების გამოსაწვავად. კირის წარმოების ნახევარი მოდის ასეთი სახის ღუმლებზე, რომელთა უპირატესობას წარმოადგენს სათბობის დაბალი ხარჯი და ნაკლები დანახარჯები მათს მშენებლობაზე, რაც განპირობებულია სითბოგაცვლის ოპტიმალური პირობებით. უარყოფითია ის, რომ ასეთ ღუმლებში მხოლოდ მტკიცე, არარღვევადი კარბონატული ქანების გამოწვაა შესაძლებელი. შახტურ ღუმლებში მშრალი მეთოდით 1 ტ კირის გამოწვაზე იხარჯება 130-180 კგ პირობითი სათბობი და 10-30 კვტ ელექტროენერგია.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები