შერეული საქონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შერეული საქონელი - (mixed goods), დოვლათი, რომლის გამოყენებით არ შეიძლება სარგებლობას მხოლოდ ერთი ინდივიდი იღებდეს, მაგრამ იგი თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის ნებისმიერისათვის. ეს საქონელი მოქცეულია კერძო კონკურენტულ მოხმარებასა (ანუ ერთი ინდივიდის მიერ ასეთი დოვლათის მოხმარება გამორიცხავს სხვის მიერ მის მოხმარებას) და საზოგადოებრივ საქონელს შორის, რომლის მოხმარება არაკონკურენტულია (ასეთი დოვლათის მოხმარება თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასათვის) და მოიცავს ორივე ტიპის საქონლის (კერძოსა და საზოგადოებრივის) ელემენტებს. მაგ., აცრები დაავადების თავიდან ასაცილებლად შერეული საქონელია, ვინაიდან მას მოაქვს სარგებლობა როგორც მისი მიმღები ინდივიდისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის (ამცირებს დაავადების რისკს), თუმცა, ეს საქონელი თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის ყველასათვის. ასეთ სიტუაციაში შერეული საქონლის ინდივიდუალური მოხმარება ქმნის დადებით გარე ეფექტს დანარჩენი საზოგადოებისთვის.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები