შვიდნი თებეს წინააღმდეგ (ესქილე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვიდნი თებეს წინააღმდეგ - ძველი ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედია.

„შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ თებეს მითების სიუჟეტზე შექმნილი ესქილეს ტრილოგიის ბოლო ნაწილია (ჩენამდე ტრილოგიის მხოლოდ ამ ნაწილმა მოაღწია). ტრაგედია დაიდგა ძვ. წ. 467 წელს.

მასში მოთხრობილია თებეს წინააღმდეგ არგოსელთა ლაშქრობის შესახებ. ტრაგედია იწყება თებეს მეფის ეტეოკლეს მონოლოგით: ეტეოკლეს ძმას პოლინიკეს, რომელიც ძმას ეცილება სამეფო ტახტს, თავისი სამშობლოს წინააღმდეგ საბრძოლველად წამოუსხამს უცხოელთა ჯარი, არგოსელები და შვიდი სარდლის მეთაურობით მოსდგომიან თებეს შვიდ კარიბჭეს.

ბრძოლა არსგოსელთა მარცხით სრულდება, თუმცა ბრძოლის ველზე ორივე ძმა იღუპება.

მახასიათებლები

  1. ესქილეს ტრაგედიაში „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ ჯერ კიდევ დიდი ადგილი ეთმობა საგუნდო პარტიების.
  2. ტრაგედია იწყება არა გუნდის სიმღერით, არამედ პროლოგით, სადაც თებეს მეფე ეტეოკლე კითხულობს მონოლოგს.


გამოცემები ქართულ ენაზე

  • ტრაგედიები / [წინასიტყვ. ესქილეს დრამები-ავტ. და ძვ. ბერძნ. მთარგმნ. გიგლა სარიშვილი]; საქ. სსრ მწერ. კავშ. არსებ. მხატვრ. თარგმ. და ლიტ. ურთიერთ. მთ. სარედ. კოლეგია. (შინაარსი: მავედრებელნი, სპარსელები, შვიდთა ლაშქრობა თემებზე, მიჯაჭვული პრომეთე, ორესტეა (აგამემნონი, ქოეფორები, ევმენიდები).თბ.: მერანი, 1978


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები