შიზოფრენიფორმული ფსიქოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიზოფრენიფორმული ფსიქოზი - (F20.8), (schizophreniform psychosis,) შედარებით სასურველი მიმდინარეობის მქონე აშლილობათა ჯგუფი, რომლის კლინიკაში შიზოფრენიის ცალკეული სიმპტომები გვხდება, აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები უფრო დამატებითია, ვიდრე ძირითადი (იმ მნიშვნელობით, როგორც მათ Bleuler-ი იხილავდა), ხოლო კლინიკურ სურათში დომინირებს ბოდვა, ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევები (აბნევის ტიპის) ან აფექტი (აფექტური ტიპი).

აშლილობის დასაწყისი, ჩვეულებრივ, მწვავეა, ხანგრძლივობა კი – მცირე. ტერმინი 1939 წელს Langfeldt-ის მიერ იყო შემოთავაზებული, მაგრამ ამ ცნების ვალიდობა საყოველთაოდ მიღებული არ არის. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

შიზოფრენიფორმული ფსიქოზები შიზოფრენიის მსგავსი აშლილობებია, რომელთა ხანგრძლივობა 1 თვეზე მეტია (ამიტომაც ვერ იქნება კლასიფიცირებული, როგორც ხანმოკლე ფსიქოზური აშლილობა), მაგრამ არ აღემატება 6 თვეს (რაც საჭიროა შიზოფრენიის დიაგნოზისთვის). დიაგნოზის დასმისთვის სოციალური და ოკუპაციური დისფუნქცია საჭირო არ არის (ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები