შინაური უგორკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შინაური უგორკა

შინაური უგორკა - (Haus Zwetsche); სინონიმი: ჩვეულებრივი ვენგერკა. ქლიავის ჯიში შინაური უგორკა ცნობილი იყო გერმანიაში უკვე XVIII საუკუნის დასაწყისიდან. ფართოდ გავრცელებულია პადოლიასა და ბესარაბიაში, სადაც ქლიავის კულტურისათვის საუკეთესო პირობებია მდინარე დნესტრის ნაპირებზე.

კარგა ხანია საქართველოში რაც ეს ჯიში შემოტანილია, მაგრამ ფართო გავრცელება ვერ მიიღო. შინაურ უგორკას დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს უხვი მოსავლიანობა, მცირე მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი.

ნაყოფი მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში.

შინაური უგორკას ნაყოფი კარგია გადასამუშავებლად: ჩირად, სამურაბედ, ხილფაფებად და სხვა.

ხე საშუალო სდიდისაა, მრგვალი, ხშირი ვარჯით. ფოთოლი წვრილია, უკუკვერცხისებრი ფორმის, თხელი წაწვეტებული ბოლოთი და შევიწროებული ფუძით. ფოთლის ფირფიტის კიდე წვრილად დაკბილული აქვს. ყვავილობა საშუალო პერიოდის აქვს.

ნაყოფი საშუალო ზომისაა (4,5X3X3,6 სმ.), კვერცხისებრი ფორმის, ერთი ნაყოფის საშუალო წონა 22,3 გრამს უდრის. ნაყოფის კანი თხელია, მოშავო ლურჯი ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ფიფქი. ნაყოფის ხორცი მომწვანო–ყვითელია, მკვრივი, ძლიერ წვნიანი, მომჟავო–ტკბილი. კურკა წვრილია, თავისუფალი (არაა მიკრული ნაყოფი ხორცზე).


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები