შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და დამიზნების თვითმფრინავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და დამიზნების თვითმფრინავიჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზებული მობილური სისტემის შემადგენილი ნაწილი. აღჭურვილია შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურით, ხელში ჩაგდების და სხვადასხვა მიზნის თანხლების, მათი კოორდინატების გამოთვლის საშუალებებით, ასევე – სახმელეთო საკომანდო პუნქტებთან და სხვა საფრენ აპარატებთან დაშიფრული კავშირით, მიზანგანაწილების ავტომატიზებული სისტემით, დაბრკოლებების დაყენების საშუალებებით. შეუძლია ფრენა 8-11 კმ სიმაღლეზე, მოწინააღმდეგესთან შეხების ხაზის გასწვრივ, 300 კმ დაშორებით განლაგებული მიზნების აღმოჩენა და ერთდროულად 100-ზე მეტი მიზნის ხელში ჩაგდება და თანხლება.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები