შოუ ჯორჯ ბერნარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ ბერნარდ შოუ

ჯორჯ ბერნარდ შოუ − (ინგლ. George Bernard Shaw, 1856-1950), ინგლისელი დრამატურგი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი. წარმოშობით ირლანდიელი. „იდეათა დრამატურგიის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მისი პიესები ღიად ტენდენციურია. სხვა დრამატურგ-ფილოსოფოსებისგან განსხვავებით, იგი თავის იდეებს გვაწვდის სახუმარო ფორმით. მისი საყვარელი ხერხია პარადოქსი. პარადოქსულია სიტუაციები მის დრამებში, პარადოქსულია პერსონაჟების გამონათქვამები. საოცრად ვრცელია მისი პიესების თემატიკური წრე: ზნეობრივ-ყოფითიდან კოსმიურ მასშტაბებამდე.

მისი შემოქმედება იყოფა ოთხ პერიოდად. პირველი პერიოდში ხდება „იდეების დრამატურგიის“ ჩამოყალიბება. ამ პერიოდს განეკუთვნება პიესები დაწერილი 1892-1900 წლებში: „ქვრივი მამაკაცის სახლები“, „გულისმჭამელი“, „მისის უორენის პროფესია“, „იარაღი და ადამიანი“, „კანდიდა“, „ბედის რჩეული“, „ვიცოცხლებთ – ვნახავთ!“ „ეშმაკის მოწაფე“, „კეისარი და კლეოპატრა“, „კაპიტან ბრასბაუნდის შემოქცევა“. მეორე პერიოდს განეკუთვნება პიესები დაწერილი 1901-14 წლებში: ფილოსოფიური პიესა „ადამიანი და ზეადამიანი“ სატირული პიესები „ჯონ ბულის სხვა კუნძული“, „მაიორი ბარბარა“, „ექიმის დილემა“, ქრისტიანული დოგმატების წინააღმდეგ არის მიმართული პიესა „ანდროკლი და ლომი“, ქორწინების და ოჯახის პრობლემას ეხება პიესები „როგორ ატყუებდა მის ქმარს“, „ქორწინება“, „მეზალიანსი“, „ფანის პირველი პიესა“ კეთილი საწყისის გამარჯვებას ცხენიპარია კაცსა და მეძავ ქალში ასახავს პიესა „ბლანკო პოსნეტას მხილება“. პიესა „პიგმალიონი“ ეძღვნება შინაგანი და გარეგნული კულტურის საკითხებს. 1914-18 წწ. იგი წერს პიესებს ომის თემაზე: „ინკა იერუსალემელი“, „ო’ფლაერტი, ვიკტორია ჯვრის კავალერი“, „ოგესტუსი იხდის თავის სამხედრო ვალს“. რუსეთის რევოლუციას იგი გამოეხმაურა გროტესკულ-კომედიური პიესით „ანაიანსკა, ბოლშევიკების იმპერატორის მეუღლე“. იგი 6 წლის განმავლობაში (1913-19) წერდა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისის ამსახველ პიესას „სახლი, სადაც ამსხვრევენ გულებს“. ეს პიესა დაწერილია მეორე და მესამე პერიოდის მიჯნაზე 1918-28 წლები. ამ წლებში მან შექმნა დრამატული, ფილოსოფიურად განზოგადებული პიესები: „უკან, მათუსალასკენ“, „წმინდა იოანა“. 1925 წ. მას ანიჭებენ ნობელის პრემიას. მეოთხე პერიოდს ეკუთვნის მწვავედ სატირული და პოლიტიკური პიესები დაწერილი 1929-50 წლებში: „ვაშლებით დატვირთული ურიკა“, „ცუდია, მაგრამ სიმართლეა“, „მეჩეჩზე“, „მიამიტი მოულოდნელი კუნძულებიდან“, „კეთილი მეფე კარლის ოქროს დღეებში“. თავად შოუს განმარტებით, ეს პიესები დაწერილია „პოლიტიკური ექსტრავაგანცას“ (ექსცენტრიადის) ჟანრში. ამავე პერიოდისაა კომედია „მილიონერი ქალი“. სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა პიესები „ბაიანტას მილიარდები“ და „გამოგონილი იგავები“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები