ჩაპმენი ჯორჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ ჩაპმენი

ჯორჯ ჩაპმენი - (ინგლ. George Chapman, 1558-1634), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი.

ჩაპმენს ეკუთვნის ჰომეროსის პირველი სრული თარგმანი ინგლისურ ენაზე. წერდა კომედიებსა და ტრაგედიებს, სადაც აგრძელებდა ე.წ. სისხლიანი დრამის ტრადიციებს. ჩაპმენი თანამედროვე თემაზე აგებული ტრაგედიების ერთადერთი ავტორია. ის ფრანგული სიუჟეტების (ნაცვლად ინგლისურისა) ფონზე გამოსახავდა თანამედროვეთა ზნეჩვეულებებს და მნიშვნელოვან პრობლემებს.

პირველი ნაწარმოებები: კომედია „ბრმა ღატაკი ალექსანდრიიდან“, „ყველანი გაბითურდნენ“, „მხიარული იუმორების დღე“, „აბა, აღმოსავლეთისაკენ“ (ბენ ჯონსონთან და ჯ. მარსტონთან ერთად), „ჯენტლმენი-მსახური“, „მესიე დ’ოლივი“, „მაისის დღესასწაული“. „ფრანგულ ტრაგედიებად“ წოდებული სამი პიესის სიუჟეტი („ბიუსი დ’ამბუაზი“, „შურისძიება ბიუსი დ’ამბუაზისათვის“, „შეთქმულება და ტრაგედია შარლისა, ბირონის ჰერცოგისა“), განეკუთვნება ინგლისური აღორძინების ხანის საუკეთესო ტრაგედიების რიცხვს. მას ეკუთვნის, აგრეთვე, პიესები „ქვრივის ცრემლები“ და „კეისარი და პომპეუსი“.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები