ჩვეულებრივი ნუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ნუში

ჩვეულებრივი ნუში – (Amygdalus communis L. = Prunus dulcis [Mill.] D.A. Webb); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 4-8 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, სწორად მდგომი ან გადახრილი, უეკლო ტოტებით. ფოთლები ლანცეტაა ან ვიწრო-ელიფსური, 4-9 სმ სიგრძისა და 1.5-2.5 სმ სიგანის. შიშველი. ყვავილები შეფოთვლამდე იშლება. გვირგვინის ფურცლები თეთრია ან მკრთალი ვარდისფერი. ნაყოფი ხავერდისებურად შებუსულია, ირიბი კვერცხისებური ან მოგრძო კვერცხისებური. ყვ. III-IV; ნაყ. VII. მცენარე გაველურებულია, კახეთში ის გვხვდება მშრალ ბუჩქნარებში, ნახევრად არიდულ დაჯგუფებებში, ველებზე და ა.შ. საკმაოდ იშვიათია. ნახვა შესაძლებელია დავითგარეჯის მიდამოებში. საქართველოში ველურად მხოლოდ ქართლშია ცნობილი.

ნუში ბიბლიაში

ნუშის ყვავილი

ველურადმზარდი ნუში უძველესი დროიდანაა ცნობილი ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ირანში. წმინდა მიწაზე იგი გვხვდება ყველგან, მაგრამ მისი განსაკუთრებული გავრცელების არეალად ითვლება კფარ თავორი. ამ რეგიონში ნუში ხემცენარეთაგან ყველაზე ადრე, თითქმის ზამთარშივე, იანვარ-თებერვალში იწყებს ყვავილობას. წმინდა მიწაზე მცხოვრებმა ებრაელმა და არაბმა მოსახლეობამ ნუშის კულტურა ადრეულ საუკუნეებშივე აქციეს არსებობის და მატერიალური შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ. დღეს ნუშის ნაყოფს როგორც ძვირადღირებულ ნედლეულს ფართო გამოყენება აქვს საკონდიტრო ინდუსტრიაში, ფარმაციასა და პარფიუმერიაში.


„მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამნიფდა ნუში“.

რიცხვნი 17, 23



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები