ცხენისკბილა (სოკო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cxeniskbila.PNG

ცხენისკბილა (ლათ. Russula delica Fr. რუს. Подгрузок белый)

ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ – ძაბრივით ჩაღრმავებული, ზედაპირი წვრილქეჩისებრია, შემდეგ – ტიტველი, თეთრია. ფირფიტები დაღმავალია, თხელი, თეთრი, ცისფერი ელფერით.

ფეხი – 2-4 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა, წვრილქეჩისებრი ზედაპირით, თეთრია.

რბილობი – თეთრია.

სპორები – ზედაპირი ხორკლიანი აქვს, 8-1 1X7-9 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ყველანაირ ტყეში; ზოგჯერ დიდ ჯგუფებად; ზაფხულ-შემოდგომით. დიდი ზომის სოკოა.

საჭმელად მხოლოდ მწნილის სახით გამოიყენება. გარეგნულად ძალიან წააგავს სავარცხელას, მაგრამ ცხენისკბილა რძისმაგვარ სითხეს არ შეიცავს.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები