NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქარტული ასო წ

ქართული ანბანის ოცდამეცხრე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთორმეტე) ასო. მისი სახელია „წილი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი აბრუპტივი სისინა აფრიკატისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴜ. მისი მოხაზულობა ხაზისა და წრეების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს, VIII ს-ში რკალურ ფორმას იძენს. ნუსხური ⴜ მარჯენივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრული წ მომრგეალებული ფორმისაა და ზედა სამ ხასში იწერება.

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხ ათასს (4000).


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%AC&oldid=221177“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები