წითელ-ლოყა (გარგარის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელ-ლოყა

წითელ-ლოყა - (Rothbockige). სინონიმი: ერევნული გარგარის ძველი ევროპული ჯიშია. ჯიში გვხვდება საქართველოს რაიონებში ყველგან, სადაც კი გავრცელებულია გარგარის კულტურა. ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენს გვიანი ყვავილობა, უხვი მოსავლიანობა და ნაყოფის კარგი ტრანსპორტაბელობა, მასთან ერთად ლამაზი გარეგნობა. წითელ–ლოყას უარყოფით მხარეებად უნდა ჩაითვალოს სუსტი გამძლეობა Monilia-ს წინააღმდეგ.

ხე ხასიათდება განიერი გაშლილი ვარჯით, დატოტვა თხელი აქვს, ერთწლიანი ყლორტები მუქი წითელი ფერისაა.ყვავილობა გვიან ახასიათებს.

ნაყოფი მწიფდება ივლისის შუა რიცხვებიდან. ნაყოფი ხეზე ერთდროულად არ მწიფდება. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა (4,6X4,6X4,8 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 50გრ.–ს უდრის. ნაყოფის ფორმა მომრგვალო განიერ–კვერცხისებრია; ღარი ძაბრთან ღრმაა, სხვაგან ნაკლებად შესამჩნევი. ძაბრი ღრმა და საკმაოდ განიერი აქვს. ნაყოფის კანი თხელია, საშუალო სიმკვრივის.

ნაკლებად შებუსვილია, კანის ძირითადი ფერი მოყვითალო–ნარინჯისფერია; ნაყოფის ნახევარზე მეტი დაფარულია ჟოლოსფერ–წითელი შეფერვით.

ნაყოფის ხორცი ნარინჯისფერია, მკვრივი, წვნიანი, მომჟავო გემოსი, ნაკლებად სურნელოვანი. კურკა კარგად სცილედება ნაყოფის ხორცი, იგი მობრტყელებული ფორმისაა და შეადგენს ნაყოფის წონის 6,4%.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები