წყალუჟონადი გაფართოებადი ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალუჟონადი გაფართოებადი ცემენტი − სწრაფშემკვრელი და სწრაფგამაგრებადი ჰიდრავლიკური შემკვრელი. იგი მიიღება თიხამიწოვანი ცემენტის (70%), თაბაშირის (20%) და დაფქული სპეციალურად შემზადებული კალციუმის მაღალფუძიანი ჰიდროალუმინატის (10%) არევით. მისი შეკვრა იწყება 4 წუთში, ხოლო მთავრდება არა უგვიანეს 10 წუთისა. სიმტკიცე სამი დღის შემდეგ უნდა იყოს არანაკლები 30 მპა – ხოლო 28 დღის შემდეგ არანაკლებ 50 მპა-სა. მოცულობის მატება შეადგენს 0,3-1,2%. ერთი დღეღამის ნიმუშები უნდა იყოს წყალუჟონადი 6 ატმოსფერული წნევის დროს. წყალუჟონადი გაფართოებადი ცემენტი გამოიყენება გვირაბების, შახტების, წყალქვეშა ნაგებობათა ჰიდროიზოლაციისათვის, წყალუჟონადი ნაკერის შესაქმნელად, ბეტონისა და რკინაბეტონის დაზიანებული კონსტრუქციის აღსადგენად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები