ხალათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხალათი

ხალათი - ერთგვარი მოსასხამი, ეს პარსული ტერმინი ქართულ წერილობით ძეგლებში ჩნდება XVII საუკუნიდან. დროთა განმავლობაში ხალათი ოსმალთა და სპარსი მებატონეების წყალობის საგნად იქცა, რაც ქართველმა მეფეებმაც გადაიღეს და თავიანთ ქვეშევრდომებს პატივისა და წყალობის ნიშნად უბოძებდნენ ხოლმე. ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვებით, ყაენმა „რაც საქართველოს კაცნი: იმერელნი, ქართველნი და კახნი ტყვეთ იყვნენ... აპატივეს და ყველას ხალათი ჩააცვეს“. XVIII ს. შუა წლების ქრონიკაში საქმროს სამოსლად ხალათია დასახელებული, რომელსაც სიდედრი უგზავნის სიძეს პატივისცემისა და დაფასების ნიშნად.



ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, 1962.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები