ხალხური ფაბლიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხური ფაბლიო – მცირე ზომის იუმორისტულ-სატირელი შინაარსის ხალხური ნოველა ეძღვნება ცხოვრების ყველა სფეროს, უპირატესად ადამიანთა ნაკლოვანებებსა და მანკიერებებს.

ხალხურ ფაბლიოში მანკიერებანი, შეცდომები, ნაკლოვანებანი სასაცილოდაა აგდებული და მწვავე სატირულ-იუმორისტული სტილით არის დახატული. მიზანში, უწინარეს ყოვლისა, ამოღებულია სწორედ უარყოფითი მომენტები. ერთურთს აქ უპირისპირდებიან დადებითი და უარყოფითი სახეები. პირველს ხალხი ქება-დიდებით მოსავს, მეორეს კი დასცინის და სამარცხვინო ბოძზე აკრავს. ამიტომ ხალხურ ფაბლიოში ერთი მეორეს პარალელურად მოქმედებენ პატიოსანი და არაპატიოსანი ადამიანები, ერთგული და ორგული ცოლები, ჭკვიანი და ბრიყვი ძმები, კეთილი გლეხი და ბოროტი მღვდელი, მორჩილი ყმა და ავი ბატონი, გამგონი მოჯამაგირე და ცბიერი ვაჭარი.

ქართული ხალხური ფაბლიო წინაფეოდალური საზოგადოების პირმშოა, მაგრამ მისი ჩამოყალიბება-სრულყოფა, როგორც ხალხური ნოველის განკერძოებული ციკლისა, მომხდარა ფეოდალურ საზოგადოებაში, რომლის, ერთი მხრით, ეკონომიურ-პოლიტიკურე იერარქია და ცხოვრების წესი, მეორე მხრით, ფეოდალ-მოხელეთა, რელიგიური კულტის აღმასრულებელთა თავგასულობა და უუფლებო ქალთა ბრძოლა თავისუფლებისათვის ხშირად ისეთ მწვავე სახეს იღებდა, რომ მას არ შეეძლო ასახვა არ ეპოვა ხალხურ შემოქმედებაში.

ხალხურმა სატირამ აქ ჰპოვა განვითარების ბუნებრივი გასაქანი. ხალხური ფაბლიო ისტორიულად გახდა ნოყიერი ნიადაგი, რომელმიც გაღვივდა სატირის პირველი თესლი და აღმოცენდა მთელი სატირულ-იუმორისტული ლიტერატურა. ხალხური ფაბლიო ლიტერატურულ სატირულ-იუმორისტული ნოველის უშუალო პროტოტიპია, იგი შუასაუკუნეების მხატვრულ ლიტერატურაში დამკვიდრდა. ქართული მწერლობაში ხალხური ფაბლიო პირველ ჩანასახებს აპოკრიფულ ძეგლებში ვპოულობთ, ხოლო განსაკუთრებით უხვად იგავარაკული ჟანრის ლიტერატურულ თხზულებებში გვხვდება. ამ მხრით ძვირფას მასალას გვაწვდის სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, რომლებშიც ხალხური ფაბლიოს არა ერთი და ორი თემა და მოტივია გამოყენებული. ქართული ხალხური ფაბლიოს ყველაზე მეტი ნაწილი ეძღვნება სიბრიყვე-სირეგვენეს. ბრიყვი ამ ციკლის ნაწარმოებთა პოპულარული პერსონაჟია. ხალხური ფაბლიოს ნიმუშე- ბია „მძლეთა-მძლე“, „მატყუარა, „როსტომელა“, „მედაირე“, „მღვდელის ცოლი“...

ა. ღლონტი



ლიტერატურა

  • მიხ. ჩიქოვანი, სატირა და იუმოზე ქართულ ხალხურ, სიტყვიერებაში, „ლიტერატურული ძიებანი“, X, ობ., 955;
  • ალ. ღლონტი, ქართული ხალხური ნოველა. I, თა, 1963; 11. თბ., 1966:
  • „ხალხური სიბრძნე“, ტ. II, შეადგინა, წონა- სიტყვაობა და შენიშვნები დართო ალ. ღლონტმა, თბ., 1964; „ხალხური სიბრძნე“, ტ. V, მახვილსიტყვაობა, 1965, გვ. 391-448.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები