ხანგრძლივი ინდივიდუალური დინამიკური ფსიქოთერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანგრძლივი ინდივიდუალური დინამიკური თერაპია - წარმოადგენს ზოგად ტერმინს, რომელიც მრავალი სახის ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას მოიცავს. მათი ხანგრძლივობა აღემატება 9 თვეს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ხანმოკლე დინამიკური ფსიქოთერაპიია 9 თვეზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. დინამიკური ფსიქოთერაპიის ყველაზე ხანგრძლივი, ინტენსიური და ცნობილი ფორმა ფსიქოანალიზია.

დინამიკური ფსიქოთერაპიის მეთოდების უმრავლესობა სწორედ ფსიქოანალიზიდან არის ნასესხები. ხანგრძლივი დინამიკური ფსიქოთერაპია დიდ ხარჯებს მოითხოვს. რადგანაც ის არ გამოდგა თერაპიის ხანმოკლე ფორმებზე უფრო ეფექტური, ის, ჩვეულებრივ, არ არის შეტანილი უმეტესი ქვეყნების ჯანდაცვის სერვისებში. მას, ჩვეულებრივ, იყენებენ იმ პაციენტებთან, რომელთათვისაც ხანმოკლე თერაპია არ არის ნაჩვენები, თუმცა სწორედ ასეთ შემთხვევაშია მისი ეფექტურობა ყველაზე საეჭვო.

ხანგრძლივი ინდივიდუალური დინამიკური ფსიქოთერაპიის მიზანია ინსაითის განვითარება, რომელიც განისაზღვრება, როგორც „ამჟამინდელ განცდებსა და ქცევაზე არაცნობიერი ფაქტორების ზემოქმედების გაცნობიერება” (Fonagy, 2000). თუმცა, ინსაითი უფრო მეტია, ვიდრე ამ ფაქტორების ცოდნა. ის გულიხმობს ამ ტიპის ცოდნის ინტეგრაციას აზროვნების, განცდისა და ქცევის სტილში. ეს პროცესი ცნობილია, როგორც working through. ინსაითი მიიღწევა ცნობიერების გარეთ მყოფი ფსიქიკური შინაარსების ცნობიერებაში შემოტანით. ეს ხორციელედება ამ შინაარსების მნიშვნელოვნების ინტერპრეტაციით და წარსული მოვლენების დაკავშირებით ფუნქციონირების ამჟამინდელ მოდუსთან.

არაცნობიერი მასალის ცნობიერებაში შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ასოციაციებით და ფანტაზიებისა და სიზმრების შინაარსის ანალიზით. თერაპევტზე პაციენტის არარეალისტური რეაქციების გაანალიზებით (გადატანა) ხდება დამატებითი ინფორმაციის მოპოვება არაცნობერი პროცესების შესახებ. თერაპევტები განსხვავებულ დროს ანდომებენ ტრანსფერზე მუშაობას უკუგადატანის ანალიზი გვაწვდის დამატებით რელევანტურ ინფორმაციას, რადგან ის ასახავს არა მხოლოდ თერაპევტის ფსიქოლოგიურ კონსტიტუციას, არამედ პაციენტის იმ ასპექტებსაც, რომლებზეც რეაგირებს თერაპევტი. ერთერთი მიზეზი, რის გამოც თერაპევტებს თავად უტარდებათ ფსიქოთერაპია ხანგრძლივ დინამიკურ ფსიქოთერაპიაში გავარჯიშების მიზნით, სწორედ უკუგადატანის არსის გაგებაა.

არაცნობიერ მასალაში შეღწევისა და ინსაითის განვითარების მცდელობა აღძრავს რეზისტენტობას, რომელიც შეიძლება სამი სახის იყოს:

  • რეპრესიით გამოწვეული რეზისტენტობა, რომელიც ხელს უშლის არაცნობიერ მასალში შეღწევას;
  • გადატანით გამოწვეული რეზისტენტობა, რომელიც ხელს უშლის თერაპევტთან ინტენსიური ურთიერთობის დამყარებას;
  • ნეგატიური თერაპიული რეაქცია, რომელიც გამოიხატება ახალი სიმპტომების აღმოცენებაში. ეს სიმპტომები ანელებს პროგრესს.

მიუხედავად იმისა, რომ რეზისტენტობა აფერხებს პროგრესს, რეზისტენტობის ანალიზს შეუძლია ინსაითის გაუმჯობესება.

ინტერპრეტაცია

ინტერპრეტაცია ამ ტიპის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად ტექნიკად ითვლება. თუმცა, ინტერპრეტაციის გამოყენება ძალზე განსხვავებულად ხდება სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივი დინამიკური ფსიქოთერაპიის დროს. ინტერპრეტაცია შეიძლება ეხებოდეს დაცვით მექანიზმებს, არაცნობიერ პროცესებს, გადატანას, ან კავშირს წარსულ გამოცდილებასა და ამჟამინდელ პატერნებს შორის. ხშირად ხდება გადატანის ინტერპრეტაცია. გადატანას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხანგრძლივი ფსიქოთერაპიის დროს, ვიდრე მოკლევადიანი თერაპიისას.

ხანგრძლივი ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია ხანმოკლე დინამიკური ფსიქოთერაპიისაგან კიდევ შემდეგი ნიშნებით განსხვავდება:

  • ის ნაკლებად სტრუქტურირებულია. პაციენტს უბიძგებენ ისაუბროს და თავისუფლად (ასოციაციურად) დაუკავშიროს

ერთმანეთს იდეები კონკრეტულ შინაარსებზე ფოკუსირების გარეშე;

  • თერაპევტი ნაკლებ აქტიურია და ნაკლებად წარმართავს პაციენტს. ის ცდილობს, უფრო ნათელი გახადოს მასალა კითხვების დასმით, წინააღმდეგობების ხაზგასმით, თავის არიდებისა და რეზისტენტობის რეაქციების გამოააშკარავებისა და ინტერპრეტაციის გზით.
  • პაციენტთან შეხვედრები უფრო ხშირად ინიშნება (ხუთ შეხვედრამდე კვირაში). ეს არის ერთ-ერთ ფაქტორი, რომელიც განაპირობებს უფრო ინტენსიურ გადატანის პროცესს. ფსიქოანალიზში, გადატანა შეგვიძლია უფრო ინტენსიური გავხადოთ, თუ თერაპევტი, მწოლიარე პაციენტის მხედველობის არის მიღმა დარჩება.

ხანგრძლივი დინამიკური ფსიქოთერაპიის ჩვენება და შედეგები

ზოგადად, პაციენტების უმრავლესობასათან შეგვიძლია თანაბრად ეფექტურად გამოვიყენოთ როგორც ხანგრძლივი, ისე ხანმოკლე თერაპია. თუმცა, კლინიკური გამოცდილება გვეუბნება, რომ გრძელვადიანი თერაპია ნაჩვენებია ისეთი პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ხანგრძლივი და რთული ემოციური ხასიათის პრობლემები ან პიროვნულ განვითარებასთან (პიროვნულ მომწიფებასთან) დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები. სპეციფიკური ფსიქიკური აშლილობა ნაკლებად ემორჩილება ამ ტიპის თერაპიას, ვიდრე პიროვნული და ურთიერთობის პრობლემები. ხანგრძლივი ფსიქოთერაპია არ უნდა გამოვიყენოთ შიზოფრენიის, მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის ან აშკარად გამოხატული პარანოიდული პიროვნული თვისებების მქონე პაციენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თერაპია არ წარმოადგენს უკუჩვენებას ისტერიული და შიზოიდური პიროვნებებისთვის, ისინი მაინც ძნელად ემორჩილებიან მის ზემოქმედებას.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები