ხასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხასა (ადიღ.Хасэ – „კრება, საბჭო“) – ძირითადი სათათბირო ორგანო, სადაც, ადიღური ნართული ეპოსის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი საკითხები წყდება. ხასაზე იხილება სოციალური, სამხედრო, ყოფითი პრობლემები, სრულდება სხვადასხვა რიტუალები. ხასა, როგორც წესი, ღია ცისქვეშ იმართება, მაგრამ, ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ნართები სათათბიროდ სპეციალურ ნაგებობაში – „ხასას სახლში“ (хэсэун) იკრიბებიან (Нартхэр, VII, 1971).

მართალია, ხასა სოსრუყოს ციკლშიც იხსენიება, მაგრამ იგი უფრო ხშირად „უმცროსი“ ნართების შესახებ თქმულებებში გვხვდება. ტერმინის წარმომავლობა, მიუხედავად მისი ეტიმოლოგიზირების არაერთი ცდისა, საბოლოოდ დაუდგენელია.


ლიტერატურა

Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები