ხელოვნური გამომწვარი საშენი მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელოვნური გამომწვარი საშენი მასალები – მასალები, მიღებული თიხოვანი მასის გამოწვით 900-1300°С ტემპერატურაზე, რომელსაც მიცემული აქვს რაიმე ფორმა. გამოწვის შედეგად თიხოვანი მასა იქცევა ხელოვნურ ქვად, რომელსაც აქვს კარგი სიმტკიცე, მაღალი სიმკვრივე, ცვეთამედეგობა, წყალმედეგობა, წყალუჟონადობა, ყინვამედეგობა და ხანგამძლეობა. დანამატების სახით გამოიყენება ქვიშა, დანაწევრებული კერამიკა, წიდა, ნაცარი, ქვანახშირი, ნაქლიბი. გამოწვის ტემპერატურა დამოკიდებულია თიხის სახეობაზე და დნობის საწყის ტემპერატურაზე. არსებობს გამომწვარი (კერამიკული) საშენი მასალების ორი სახეობა: ფორებიანი და მკვრივი. ფორებიან მასალებს აქვთ ფარდობითი სიმკვრივე 95%-მდე, წყალშთანთქმა 5%-ზე მეტი, სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას ნაკლები 35 მპა-ზე; მკვრივს კი – ფარდობითი სიმკვრივე მეტი 95%-ზე, წყალშთანთქმა 5%-ზე ნაკლები, სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას 100 მპა-მდე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები