ჯარების მომზადება (საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების მომზადება (საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად) - იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯარების (ძალების) დროულ მზადყოფნას საბრძოლო მოქმედებებისათვის.

გულისხმობს:

  • შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების),ხომალდების დამატებით დაკომპლექტებას პირადი შემადგენლობით, იარაღითა და სამხედრო ტექნიკით;
  • მატერიალური საშუალებების მარაგის შევსებას ჯარებში (ძალებში) დადგენილ ნორმებამდე;
  • იარაღის და სამხედრო ტექნიკის მომზადებას ბრძოლაში გამოსაყენებლად;
  • საბრძოლო მანქანების გამავლობის ამაღლებას;
  • მეცადინეობის (სწავლების) ჩატარებას იმ ამოცანების შესრულებით, რომლებიც უნდა გადაწყვიტონ მომავალი საბრძოლო მოქმედებების დროს;
  • საბრძოლო ამოცანების დაყვანას პირადი შემადგენლობამდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები