ჯარების საინჟინრო მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების საინჟინრო მომზადება - ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების პირადი შემადგენლობის სწავლება საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანების შესასრულებლად საბრძოლო მოქმედებების მომზადების, წარმოების, ჯარების გადაადგილებისა და ადგილზე განლაგების დროს. ჯარების გვარეობების და სპეციალური ჯარების საბრძოლო მომზადების საგანი.

პირად შემადგენლობას ასწავლიან, როგორ ააშენონ ნაგებობები ცეცხლის წარმოებისათვის, საფრები ადამიანებისა და ტექნიკისათვის; მოაწყონ და გადალახონ ღობურები; გაუკვალონ გზა ჯარების მოძრაობას; მოახდინონ წყლის დაბრკოლებების ფორსირება და სხვა. სწავლება ხდება სპეციალურ მეცადინეობებზე და იხვეწება ტაქტიკური და ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნების დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები