ჯერალდი ჩინტიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯამბატისტა ჯერალდი ჩინტიო

ჯამბატისტა ჯერალდი − (იტალ. Giambattista Giraldi, უფრო ცნობილია ჩინტიო ჯერალდის სახელით, იტალ. Cinzio Giraldi, 1504-1573), იტალიელი მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურის თეორეტიკოსი. ტრაქტატში „მსჯელობანი ტრაგედიისა და კომედიის შეთხზვის შესახებ“ გამოხატა თავისი ერთგულება არისტოტელეს პოეტური ნორმების მიმართ. თუმც, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლიდა მათ დაახლოებას მაყურებელთან სენეკასსისხლიანი დრამების“ მიბაძვით. მან ხელი შეუწყო იტალიური კლასიცისტური ტრაგედიის განვითარებას, დიდ ყურადღებას უთმობდა პიესების სცენურობას, შეზღუდა ქოროს როლი. დაწერა პირველი კლასიცისტური ტრაგედიები „ორბეკა“ „დიდონა“, „კლეოპატრა“, „ალტილა“ (და სხვ.), პასტორალური დრამა „ეგლე“.






წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები