ჰარპიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰარპიები.
ლარნაკის ფერწერის ფრაგმენტები (ძვ.წ. VII ს.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი

ჰარპიები(ბერძნ.) ზღვის ღმერთის, თავმასისა და ოკეანოსის ასულის, ელექტრას ქალიშვილები. შემზარავი ქალჩიტები.

ძველი ავტორები ხუთ ჰარპიას გვისახელებენ: აელას („გრიგალისებრს“), აელოპეს („ქარიშხლისებრს“), პოდარგეს („ფეხმარდს“), ოკიპეტეს („სწრაფმავალს“) და კელენოს („პირქუშს“). ჰარპიებს წარმოსახავდნენ ფრთოსან ურჩხულებად, რომელთაც ქალის თავები ებათ. ისინი ბავშვებსა და ადამიანთა სულებს იტაცებდნენ. არგონავტების მითოსი მოგვითხრობს ამბავს იმის თაობაზე, თუ როგორ გაათავისუფლეს ბორეადებმა ჰარპიათაგან მეფე ფინევსი.

თავდაპირველად ჰარპიები ეგეოსის ზღვაში, სტროფადის კუნძულებზე სახლობდნენ. შემდეგ კი, სხვა ურჩხულთა მსგავსად, ბერძენთა ფანტაზიამ ისინი ჰადესში მოათავსა.

გადატანითი მნიშვნელობით ჰარპიას გაავებულ ქალს უწოდებენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები