ჰასუთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰასუთაპურის ფქვილის დამტკბარი ფაფა. სიმინდის ფქვილითა და კარაქით – იაღით მომზადებული ჰასუთა აჭარაში ტრადიციული საქორწინო კერძი იყო. იმავდროულად იგი საპატივცემულო კერძადაც ითვლებოდა.

ჰასუთის ფქვილი მსხვილად დაფქვილი უნდა ყოფილიყო. გახურებულ ტაფაზე ჯერ იაღს დაწვავდნენ და შემდეგ მასში ფქვილს შეწითლებამდე მოხრაკავდნენ, ამასთან, ნელ-ნელა შაქარწყალს დატკბობამდე დაუმატებდნენ, პარალელურად მოურევდნენ, რათა შაქარწყალი და ფქვილი ერთმანეთში კარგად არეულიყო. ბოლოს დუღილით მოაშუშებდნენ. როცა მოშუშდებოდა და ფაფასავით გახდებოდა, კერძი მზად იყო. შაქრის ნაცვლად ძველად თაფლს იყენებდნენ.

ჰასუთა საბავშვო საკვებიც იყო. ბავშვის ჰასუთას უფრო წვრილად დაფქვილი სიმინდის ფქვილით ამზადებდნენ ანდა პურის ფქვილს იყენებდნენ. ბავშვს, დედის რძესთან ერთად, ჰასუთით დაახლოებით ექვსი-შვიდი თვის შემდეგ კვებავდნენ.

ჰასუთა თაფლით

დამწვარ ერბოში წყალში გახსნილი, გალესილი პურის ანდა სიმინდის ფქვილს შეურევდნენ. მასში ასევე წყალში გახსნილ თაფლს ჩაამატებდნენ და აადუღებდნენ, მოაშუშებდნენ, დუღილის პროცესში კოვზით მოურევდნენ, შემდეგ თეფშზე მოათავსებდნენ და ზემოდან დამწვარ ერბოს მოასხამდნენ.


ლიტერატურა

  • ნიჟარაძე, 1949:449.
  • აბაშიძე, კომახიძე, 1998:103.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები