ქართველთა სამხრეთის ლაშქრობები 1204-10

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველთა სამხრეთის ლაშქრობები 1204-10 - ლაშქრობები სამხრეთ სომხეთში, რომელიც მაჰმადიანი მფლობელების ხელში იყო.

1204-05 წლებში ქართველებმა დალაშქრეს შაჰარმენთა დინასტიის სამფლობელოები ვანის ტბის მიდამოებში, მიაღწიეს ქალაქებს მანასკერტსა და არჭეშს, მაგრამ შაჰარმენმა მუჰამედმა არზრუმის ამირას დახმარებით ეს თავდასხმა მოიგერია. მიუხედავად ამ დამარცხებისა, ქართულმა ჯარმა 1206 წელს აიღო ციხე-ქალაქი ყარსი, რითაც, ფაქტობრივად, დაასრულა მდინარე არაქსის ჩრდილოეთით მდებარე შაჰარმენთა სამფლობელოების დაპყრობა. შემდეგ ქართველები ისევ გადავიდნენ არაქსზე, 1206-07 წლებში ილაშქრეს ვანის ტბის მიდამოებში.

1208 წელს შაჰარმენთა სახელმწიფოს ტერიტორია ხელთ იგდეს ეგვიპტე-სირიისა და ჩრდილო მესოპოტამიის მფლობელმა აიუბიანებმა. პასუხად ქართველებმა კვლავ ილაშქრეს ვანის ტბის მიმართულებით და 1209 წელს აჯანყებული სომხების დახმარებით დაიკავეს ქალაქი არჭეში (ვანის ტბის ჩრდილო სანაპირო).

1210 წელს ქართულმა ჯარმა ალყა შემოარტყა ქ. ხლათს (ვანის ტბის დასავლეთ სანაპირო), რომელიც აიუბიანთა მთავარი საყრდენი პუნქტი იყო სომხეთში, მაგრამ ქართველი სარდლის, ივანე მხარგრძელის, ტყვედ ჩავარდნამ მოწინააღმდეგეთა დაზავება დააჩქარა. საქართველოს სამეფოსა და აიუბიანთა სამფლობელოებს შორის საზღვარი მდინარე არაქსზე დაიდო (1210).

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები