ოქროს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Oqros cixe.JPG|thumb|250პქ|ოქროს ციხე]]
 
[[ფაილი:Oqros cixe.JPG|thumb|250პქ|ოქროს ციხე]]
'''ოქროს ციხე''' (ინგლ. Golden Fortres) – XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, [[ციხესიმაგრე]]. მდებარეობს ძველ სამცხე-საათაბაგოში, [[ადიგენის მუნიციპალიტეტი|ადიგენის მუნიციპალიტეტში]], სოფელ ბოლაჯურის მახლობლად, უზარმაზარ კლდოვან მასივზე.
+
'''ოქროს ციხე''' (ინგლ. Golden Fortres) – XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, [[ციხესიმაგრე]]. მდებარეობს ძველ სამცხე-საათაბაგოში, [[ადიგენის მუნიციპალიტეტი|ადიგენის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[ბოლაჯური]]ს მახლობლად, უზარმაზარ კლდოვან მასივზე.
  
 
ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი ციხესიმაგრეთაგანი იყო და [[აწყურის ციხე|აწყურის]], ასპინძის, ხერთვისის, სლესის, წროხის, ოძრხის, ერემჭალისა და სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოში. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი აგებულია XIII-XIV საუკუნის მიჯნაზე. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე.წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი.
 
ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი ციხესიმაგრეთაგანი იყო და [[აწყურის ციხე|აწყურის]], ასპინძის, ხერთვისის, სლესის, წროხის, ოძრხის, ერემჭალისა და სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოში. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი აგებულია XIII-XIV საუკუნის მიჯნაზე. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე.წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი.

მიმდინარე ცვლილება 12:30, 13 მაისი 2024 მდგომარეობით

ოქროს ციხე

ოქროს ციხე (ინგლ. Golden Fortres) – XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხესიმაგრე. მდებარეობს ძველ სამცხე-საათაბაგოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლაჯურის მახლობლად, უზარმაზარ კლდოვან მასივზე.

ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი ციხესიმაგრეთაგანი იყო და აწყურის, ასპინძის, ხერთვისის, სლესის, წროხის, ოძრხის, ერემჭალისა და სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოში. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი აგებულია XIII-XIV საუკუნის მიჯნაზე. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე.წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი.

ციხე უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ციხის ზემო ნაწილი კლდოვანი ქედის კეხზეა. მისი კედლები ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ეშვება. ციხის უდიდესი ნაწილი სამხრეთის ფრთაზეა, სადაც კედლების რამდენიმე პარალელური მწკრივია. კედლები გამაგრებულია ბურჯებითა და კოშკებით. ერთი კოშკი უმაღლეს კლდეზე დგას და მთელ მიდამოს დაჰყურებს. ციხის გეგმა რთულია. დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კედლები კლდეებთანაა შეზრდილი, მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს. კედლები უხეშად დამუშავებული ლოდებითაა ნაშენი და ზოგან 10 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა შენარჩუნებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. იგი ოთხივე მხრივ დიდი ლოდებითაა შემოფარგლული. კედლის სისქე შესასვლელთან ორ მეტრს აღემატება. შესასვლელის წინ დამატებითი კედელია აშენებული, ხოლო ზედ შესასვლელის თავზე გაკეთებულია დიდი სალოდე. შიდა ციხის ფარგლებში შეღწევის შემდეგაც თავდამსხმელს ბევრი სირთულე ეღობებოდა წინ. დამცველებს ცალკეულ კოშკებშიც შეეძლოთ გამაგრება.

ოქროს ციხე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა საქართველოში.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები