აგიდაყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მდინარე აგიდაყვა“ გადაიტანა გვერდზე „აგიდაყვა“ გადამისამართ...)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:მდინარეები გურიაში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები გურიაში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:მდინარეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში]]

16:21, 20 აპრილი 2024-ის ვერსია

მდინარე აგიდაყვა

აგიდაყვამდინარე საქართველოში, გურიაში (ოზურგეთის რ.) ცნობილია პატარა და დიდი აგიდაყვა. მიერთვიან მდ. აჭისწყალს სოფელ მაკვანეთთან.

ადგილობრივ მოსახლეობას მდინარის ამ შინაარსობრივად ბუნდოვანი სახელის გააზრიანება უცდია, რის შედეგადაც ერთობ უცნაური ვერსია შეუთხზავს:

„ერთ მონადირეს გამოკიდებიენ კაჩაღები. დაეწიენ და გადააგდენ დინარეში. ამას თურმე ცურვა ცოდნებია და დაყოლია წყალს. დაუნახავს მეწისქვილეს ეს ამბავი და გამრები კაცებიზა უთქმია. „აქით დაყვა, აქით დაყვაო“ (ალ. ლომჯარია, ჩამწერი თამარ მგელაძე).

დიდი დაკვირვება არ არის საიმისოდ საჭირო, რომ დავრწმუნდეთ ამ თქმულების (გადმოცემის) ხელოვნურობაში. მაგრამ იგი გვიჩვენებს იმ დიდ ინტერესსაც, რომელსაც ხალხი იჩენს გაუგებარი სახელწოდებების გააზრიანების დროს. ეტიმოლოგიის მოყვარული პირისათვის, როგორც ვხედავთ, სრულიად საკმარისი აღმოჩენილა სახელის ფუძეში ორი ნაცნობი სიტყვის (აგი-აქით და დაყვა-დაჰყვა) პოვნა, რომელზედაც მას ზემოთმოყვანილი ვერსია აუგია. ფაქტიურად ზმნურ შესიტყვებას (აქით დაჰყვა), საერთო არაფერი აქვს სახელწოდების წარმოშობის ისტორიასთან. მართალია, ჯერჯერობით სპეციალისტთათვისაც ნათელი არ არის აგიდა – ფუძის მნიშვნელობა, მაგრამ ის კი სავარაუდოა, რომ მდინარის სახელწოდება გაფორმებული იყოს ყვა ელემენტით, რომელიც, სპეციალისტთა მიხედვით, ჩერქეზული (ადიღეური) წარმომავლობის სიტყვაა და ქართულად „ხევს“, „წყალს“ ნიშნავს.

აგიდაყვა, მაშასადამე, უნდა გავიგოთ როგორც აგიდას ხევი (ღელე, მდინარე). თვით აგიდა სიტყვის მნიშვნელობა, როგორც ვთქვით, საკვლევია.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები