მიქელაძე ოსმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:მიქელაძეები]]
 
[[კატეგორია:მიქელაძეები]]
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში‏‎ ]]
+
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

00:31, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ოსმან მიქელაძე

მიქელაძე ოსმან შავყი ეფენდი - (1894, სოფ. დანისპარაული, ბათუმის ოლქი - 15.X.1937) - ქართველი მუსულმანი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. უმაღლესი განათლება მიიღო სტამბოლის უნივერსიტეტში. 1919 აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო ახალციხეში გამომავალი გაზეთის „განახლებული მესხეთის“ რედაქტორი. ოსმან მიქელაძე 1919 წლის 4 აპრილს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე (თავმჯდომარე ა. ლომთათიძე), ახალციხეში პანისლამისტური და პანთურქული მოძრაობის გაძლიერების გამო მოხსენებით გამოვიდა. მან თქვა: „მე დავალებული მაქვს თქვენს წინაშე განვაცხადო, რომ მესხეთის ხალხს იმ სისხლში, რომელიც ფოცხოვის აჯანყებით დაიღვარა, ხელი არ გაუსვრია. თქვენ იცით, რომ აჯანყება მოაწყვეს ოსმალეთის აგენტებმა, რომლებსაც სურდათ სამუსულმანო საქართველო საქრისტიანო საქართველოსთვის გამოეგლიჯათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ახალციხის ამბებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, აგრეთვე, აჭარაში, სადაც დატრიალდნენ ოსმალთა აგენტები და გასწიეს საქართველოს წინააღმდეგ აგიტაცია. მე იქ წავედი და ეს-ეს არის იქიდან დავბრუნდი და ჩვენდა სასიხარულოდ უნდა განვაცხადო, რომ აჭარა ოსმალეთის აგენტების აზრს არ იზიარებს და საქართველოსთან სურს ყოფნა. თქვენ იცით, რომ დღეს სამუსულმანო საქართველო გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება, ის თქვენგან მოელის დახმარებას და მე ვიმედოვნებ, რომ კიდევაც მიიღებს ყოველგვარ დახმარებას. გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას! გაუმარჯოს საქართველოსთან ერთად სამუსულმანო საქართველოსაც! მე, ბატონებო, კარგად არ ვიცი ქართული ენა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა და რესპუბლიკა, ჩემისთანებს შეითვისებს, ასწავლის და განავითარებს“.

ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში, ეწეოდა სოფლის მეურნეობას. 1923 ჩეკამ დააპატიმრა, დაეთანხმა „ყოფილი მენშევიკების“ კონფერენციის გადაწყვეტილებას. 1937 კვლავ დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, გაზ. „ერთობა“, 1919 №78;

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები