ალის წმინდა გიორგის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალის წმინდა გიორგის მონასტერი''' -  ნაეკლესიარი, (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ფოცხოვის ხეობაში ვალეს მახლობლად, სოფელ ალში (ამჟამად [[თურქეთის რესპუბლიკა|თურქეთის რესპუბლიკის]] ტერიტორია).  
+
'''ალის წმინდა გიორგის მონასტერი''' -  ნაეკლესიარი, (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), მდებარეობს ისტორიულ [[სამცხე|სამცხეში]], ფოცხოვის ხეობაში ვალეს მახლობლად, სოფელ ალში (ამჟამად [[თურქეთის რესპუბლიკა|თურქეთის რესპუბლიკის]] ტერიტორია).  
  
„ალის მონასტერი“ ჯაყელთა საგვარეულო ეკლესია და [[საძვალე]] იყო. აშენებულია [[ბაგრატ III]]-ისა (975-1014) და დავით კურაპალატის (გ. 1001) დროს, X საუკუნის დამლევს. „ალის მონასტერი“ დ. ბაქრაძემ (1874) და პ. უვაროვამ (XIX ს. 90-იანი წწ.) ინახულეს და აღწერეს. დ. ბაქრაძის დროს მონასტერი კარგად ყოფილა დაცული, პ. უვაროვას აღწერილობაში კი ეკლესია უკვე ძლიერ დაზიანებულია – აღარ ჰქონდა გარე და შიდა პერანგი, [[გუმბათი]]ს [[საყრდენი (არქიტექტურა)|საყრდენი]] სვეტები მორყეული იყო. ეკლესიის სამშენებლო თლილი ქვები გამოუყენებიათ [[მეჩეთი]]ს კედლების, სასაფლაოს ძეგლების, საცხოვრებელი სახლების საკვამლე მილების, ეზოების გალავნების ასაშენებლად.  
+
„ალის მონასტერი“ ჯაყელთა საგვარეულო ეკლესია და [[საძვალე]] იყო. აშენებულია [[ბაგრატ III]]-ისა (975-1014) და დავით კურაპალატის (გ. 1001) დროს, X საუკუნის დამლევს. „ალის მონასტერი“ დ. ბაქრაძემ (1874) და პ. უვაროვამ (XIX ს. 90-იანი წწ.) ინახულეს და აღწერეს. დ. ბაქრაძის დროს მონასტერი კარგად ყოფილა დაცული, პ. უვაროვას აღწერილობაში კი ეკლესია უკვე ძლიერ დაზიანებულია – აღარ ჰქონდა გარე და შიდა პერანგი, [[გუმბათი]]ს [[საყრდენი]] სვეტები მორყეული იყო. ეკლესიის სამშენებლო თლილი ქვები გამოუყენებიათ [[მეჩეთი]]ს კედლების, სასაფლაოს ძეგლების, საცხოვრებელი სახლების საკვამლე მილების, ეზოების გალავნების ასაშენებლად.  
  
XIX ს. 90-იანი წლებისათვის „ალის მონასტერში“  მოხატულობის ორი სხვადასხვა პერიოდისა და სტილის ფენა იყო შემონახული. ეკლესიის გარშემო სამონასტრო კომპლექსის სხვა შენობების კვალიც იყო შემორჩენილი. ტაძარს ჰქონდა წარწერა, რომელიც 1899 წ. [[თბილისი|თბილისში]] ჩამოიტანეს და [[საქართველოს საეკლესიო მუზეუმი|საეკლესიო მუზეუმს]] გადასცეს. დღეს „ალის მონასტრის“ ეკვდერის წარწერიანი ქვა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ეპიგრაფიკულ ფონდში. წარწერა პალეოგრაფიულად და მასში მოხსენიებული პირების მიხედვით თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. ის ჯაყელთა საგვარეულოს ისტორიის შესახებ არსებული ყველაზე ადრეული წყაროა. ჩვენამდე მოაღწია „ალის მონასტრის“ სვინაქსარმა (51245, XIII ს.) და მეტაფრასმა (H 1347, XI-XII სს.), რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ამ ხელნაწერების მინაწერები შეიცავენ საისტორიო ცნობებს სამონასტრო მეურნეობის მდგომარეობისა და სამცხეში სოციალ-ეკონომიკურ ურთიერთობების შესახებ.  
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
 
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
+
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები თურქეთში]]

მიმდინარე ცვლილება 14:54, 21 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

ალის წმინდა გიორგის მონასტერი - ნაეკლესიარი, (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ფოცხოვის ხეობაში ვალეს მახლობლად, სოფელ ალში (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია).

„ალის მონასტერი“ ჯაყელთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. აშენებულია ბაგრატ III-ისა (975-1014) და დავით კურაპალატის (გ. 1001) დროს, X საუკუნის დამლევს. „ალის მონასტერი“ დ. ბაქრაძემ (1874) და პ. უვაროვამ (XIX ს. 90-იანი წწ.) ინახულეს და აღწერეს. დ. ბაქრაძის დროს მონასტერი კარგად ყოფილა დაცული, პ. უვაროვას აღწერილობაში კი ეკლესია უკვე ძლიერ დაზიანებულია – აღარ ჰქონდა გარე და შიდა პერანგი, გუმბათის საყრდენი სვეტები მორყეული იყო. ეკლესიის სამშენებლო თლილი ქვები გამოუყენებიათ მეჩეთის კედლების, სასაფლაოს ძეგლების, საცხოვრებელი სახლების საკვამლე მილების, ეზოების გალავნების ასაშენებლად.

XIX ს. 90-იანი წლებისათვის „ალის მონასტერში“ მოხატულობის ორი სხვადასხვა პერიოდისა და სტილის ფენა იყო შემონახული. ეკლესიის გარშემო სამონასტრო კომპლექსის სხვა შენობების კვალიც იყო შემორჩენილი. ტაძარს ჰქონდა წარწერა, რომელიც 1899 წ. თბილისში ჩამოიტანეს და საეკლესიო მუზეუმს გადასცეს. დღეს „ალის მონასტრის“ ეკვდერის წარწერიანი ქვა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ეპიგრაფიკულ ფონდში. წარწერა პალეოგრაფიულად და მასში მოხსენიებული პირების მიხედვით თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. ის ჯაყელთა საგვარეულოს ისტორიის შესახებ არსებული ყველაზე ადრეული წყაროა. ჩვენამდე მოაღწია „ალის მონასტრის“ სვინაქსარმა (51245, XIII ს.) და მეტაფრასმა (H 1347, XI-XII სს.), რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ამ ხელნაწერების მინაწერები შეიცავენ საისტორიო ცნობებს სამონასტრო მეურნეობის მდგომარეობისა და სამცხეში სოციალ-ეკონომიკურ ურთიერთობების შესახებ.

შ. მურუსიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

კლდიაშვილი დ., ჯაყელ ბოცოსძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის XI-XII სს. ეკვდერის წარწერა (ალის ეკლესიის), საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1979, #3.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები