პაროდი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პაროდი (არქიტექტურა)“ გადაიტანა გვერდზე „პაროდოსი (თეატრი)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პაროდოსი (თეატრი)“ გადაიტანა გვერდზე „პაროდი (არქიტექტურა)“ გა...) |
14:43, 1 მაისი 2023-ის ვერსია
პაროდი − (ძვ. ბერძ. πάροδος), ძველბერძნულ თეატრში ღია გასასვლელი ორქესტრაზე, ამფითეატრსა და სკენეს ნაგებობას შორის. სპექტაკლის დაწყების წინ აქედან შემოდიოდა მაყურებელთა ნაწილი, სპექტაკლის დროს – ქორო. ახ.წ. I ს.-ში, როცა ბერძნული თეატრი გადაკეთდა რომაული ნიმუშის მიხედვით, პაროდოსები ამოქოლეს. მსახიობების გავლას ამ ნაწილში პირობითი მნიშვნელობა ჰქონდა: დასავლეთის მხრიდან, მაყურებლებისგან მარჯვნივ მდებარე პაროდოსიდან შემოდიოდა ქორო, ვითომცდა ათენიდან მოსული, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსვლა ნიშნავდა სხვა ქვეყნიდან მოსვლას.