ივერიელი ანთიმოზ
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Antimoz iverieli.png|thumb|300პქ|წმიდა ანთიმოზ ივერიელი]] | [[ფაილი:Antimoz iverieli.png|thumb|300პქ|წმიდა ანთიმოზ ივერიელი]] | ||
− | '''წმ. ანთიმოზ ივერიელი''' - (1650/ 1660-1716) წმ. (ხსენ. დღე 14/27.09 ([[რუმინეთი|რუმინეთში]]), 13/26.06 ([[საქართველო|საქართველოში]] | + | '''წმ. ანთიმოზ ივერიელი''' - (1650/ 1660-1716) წმ. (ხსენ. დღე 14/27.09 ([[რუმინეთი|რუმინეთში]]), 13/26.06 ([[საქართველო|საქართველოში]]), საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, მესტამბე, მწერალი, [[ხუროთმოძღვარი]], კალიგრაფი, [[მხატვარი]], ვლახეთის ([[რუმინეთი]]) [[მიტროპოლიტი]]. |
ანთიმოზ ივერიელი მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწე იყო – დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი, რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ვლახეთში სასტამბო საქმის ორგანიზატორი. რუმინელი ხალხი მას თავისი ქვეყნის თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ე. პიკო მასზე წერდა: „საქართველოს წიაღიდან გამოსულმა (ანთიმოზმა) გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“. | ანთიმოზ ივერიელი მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწე იყო – დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი, რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ვლახეთში სასტამბო საქმის ორგანიზატორი. რუმინელი ხალხი მას თავისი ქვეყნის თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ე. პიკო მასზე წერდა: „საქართველოს წიაღიდან გამოსულმა (ანთიმოზმა) გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“. | ||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
სასულიერო შინაარსის წიგნების გამოცემა რუმინულ ენაზე სალიტერატურო ენის დახვეწას, ლიტურგიკულ პრაქტიკაში ადგილობრივი ენის დამკვიდრებას ემსახურებოდა: „ყველა მღვდელმთავართა შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდვს, როგორც ანთიმ ივერიელს“ (ვ. პიკო). | სასულიერო შინაარსის წიგნების გამოცემა რუმინულ ენაზე სალიტერატურო ენის დახვეწას, ლიტურგიკულ პრაქტიკაში ადგილობრივი ენის დამკვიდრებას ემსახურებოდა: „ყველა მღვდელმთავართა შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდვს, როგორც ანთიმ ივერიელს“ (ვ. პიკო). | ||
− | დიდი ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზს [[თბილისი|თბილისში]] ქართული სტამბის დაარსებაშიც. როგორც ცნობილია, ვახტანგ VI-მ იერუსალიმის პატრიარქის, ქრიზანთეს, მეშვეობით კონტაქტი დაამყარა ანთიმოზ ივერიელთან და დახმარება თხოვა სტამბის მოწეობის საქმეში. ანთიმოზ ივერიელმა კ. ბრინკოვიანუს შემწეობით გაგზავნა საქართველოში თავისი ყველაზე დახელოვნებული და იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული მესტამბე მიხაილ იშტვანოვიჩი. ქართულ პირველნაბეჭდ წიგნებში ნათქვამია. რომ ვახტანგ VI-მ „მოიხვნა სტამბა ვლახეთით“, მესტამბე კი იყო რუმინეთიდან ჩამოსული იშტვანოვიჩი, „უნგროვლახელი“. მან თბილისის სტამბაში 1709-1711 წწ. დაბეჭდა ათი დასახელების წიგნი – „დავითნი“, „სახარება“, „სამოციქულო“, „კონდაკი“ და სხვ. | + | დიდი ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზს [[თბილისი|თბილისში]] ქართული სტამბის დაარსებაშიც. როგორც ცნობილია, [[ვახტანგ VI]]-მ იერუსალიმის პატრიარქის, ქრიზანთეს, მეშვეობით კონტაქტი დაამყარა ანთიმოზ ივერიელთან და დახმარება თხოვა სტამბის მოწეობის საქმეში. ანთიმოზ ივერიელმა კ. ბრინკოვიანუს შემწეობით გაგზავნა საქართველოში თავისი ყველაზე დახელოვნებული და იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული მესტამბე მიხაილ იშტვანოვიჩი. ქართულ პირველნაბეჭდ წიგნებში ნათქვამია. რომ ვახტანგ VI-მ „მოიხვნა სტამბა ვლახეთით“, მესტამბე კი იყო რუმინეთიდან ჩამოსული იშტვანოვიჩი, „უნგროვლახელი“. მან თბილისის სტამბაში 1709-1711 წწ. დაბეჭდა ათი დასახელების წიგნი – „დავითნი“, „სახარება“, „სამოციქულო“, „კონდაკი“ და სხვ. |
====მონაწილობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში==== | ====მონაწილობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში==== | ||
ხაზი 48: | ხაზი 48: | ||
[[კატეგორია:წმინდანები]] | [[კატეგორია:წმინდანები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:ქართველი მწიგნობრები]] | [[კატეგორია:ქართველი მწიგნობრები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:სასულიერო პირები]] | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] |
მიმდინარე ცვლილება 23:34, 4 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
წმ. ანთიმოზ ივერიელი - (1650/ 1660-1716) წმ. (ხსენ. დღე 14/27.09 (რუმინეთში), 13/26.06 (საქართველოში), საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, მესტამბე, მწერალი, ხუროთმოძღვარი, კალიგრაფი, მხატვარი, ვლახეთის (რუმინეთი) მიტროპოლიტი.
ანთიმოზ ივერიელი მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწე იყო – დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი, რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ვლახეთში სასტამბო საქმის ორგანიზატორი. რუმინელი ხალხი მას თავისი ქვეყნის თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ე. პიკო მასზე წერდა: „საქართველოს წიაღიდან გამოსულმა (ანთიმოზმა) გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“.
მოიპოვება ანთიმოზის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება გოვორის მონასტერში, რომელიც 1706 წლითაა დათარიღებული. ამ პორტრეტზე იგი უკვე ხანში შესული ადამიანია.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სავარაუდოდ, ანთიმოზი დაიბადა 1650 წ. (ზოგიერთი მკვლევრის აზრით – 1660). მკვლევართა ნაწილი ანთიმოზ ივერიელს რუმინელად მიიჩნევს, ზოგიერთი – სომეხად ან ბერძენად. მისი სახელი „ივერიელი“, მათი აზრით, უკავშირდება ანთიმოზ ივერიელის ათონის ივერთა მონასტერში (ივირონში) მოღვაწეობას. ანთიმოზ ივერიელი თავის თავს „უცხოელს“ უწოდებს, ხოლო მის მიერ არაბულად დაბეჭდილ „ჟამნში“ ვკითხულობთ: „დაიბეჭდა ბუქარესტსა უნგრო-ვლახეთისასა, ხელითა ანთიმოზ მღვდელ-მონაზვნისათა, ძირად ქართველისა (არაბ. – „გურჯი“) წელსა 1702 წ. ქრისტესით“. ასეა იგი მოხსენიებული თავისსავე გამოცემულ ბერძნულ-არაბულ „კონდაკშიც“.
ანთიმოზ ივერიელის ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ზოგიერთ წყაროში იგი „კეთილშობილ მშობელთა“ შვილადაა მიჩნეული, ზოგან კი – „საწყალ ადამიანად“, რომელიც „მაღალმა ღმერთმა აღამაღლა“, რათა მოეპოვებინა ადგილი ვლახეთის მთავრის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს, ბოიარების გვერდით.
გადმოცემის მიხედვით, ანთიმოზ ივერიელი ახალგაზრდობაში გაუტაციათ და მონად გაუყიდიათ კონსტანტინოპოლის ბაზარზე. იგი ტყვეობიდან გამოიხსნა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. როგორც ჩანს, როდესაც ბრინკოვიანუს ვლახეთში მიუწვევია სასტამბო საქმის გასავითარებლად, ანთიმოზი უკვე ცნობილი მოღვაწე იყო – „ბეჭდვითი საქმის, ხატვისა და გრავირების დიდი მცოდნე“ (მ. როლერი). მისი ინტელექტუალური სახე საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო, რასაც მოწმობს მის მიერ გამოცემულ წიგნებზე დართული მოკაზმულობანი, აგრეთვე ბუქარესტში აგებული ტაძრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, ვოზიის მონასტრის მოხატულობა. მათში აშკარად მეიმჩნევა ქართული ორნამენტების კვალი. რუმინელი მეცნიერები (ი. ნანუ, პ. კონსტანტინე-სკუიაში) აღიარებენ ქართული ხელოვნების გავლენას რუმინულ ხელოვნებაზე და ამ ფაქტის ერთ-ერთ დასტურად მოჰყავთ ქართველ ოსტატთა მოღვაწეობა ვლახეთში. მათგან უპირველესი დამსახურება მიუძღვის ცხადია აანთიმოზ ივერიელს, რომლის მოღვანეობამ დიდი გავლენა იქონია რუმინული კულტურის არაერთი დარგის განვითარებაზე.
[რედაქტირება] ბეჭდვითი საქმიანობა
კონსტანტინე ბრინკოვიანუმ თავისი მთავრობის პერიოდში (1688-1714) ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა. ამ საქმის ორგანიზატორი ანთიმოზ ივერიელი იყო. ვლახეთში არსებობდა ერთი სტამბა. რომელიც დაარსებული იყო მიტროპოლიტ ვარლამის მიერ. ანთიმოზ ივერიელის მეთაურობით დაარსდა კიდევ ოთხი სტამბა ბუქარესტში, სნაგოვოში, რიმნიკსა და ტირგოვიშტეში. ამ სტამბებში იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმოზ ივერიელმა შეძლო, გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა. ანთიმოზ ივერიელის უშუალო ხელმძღვანელობითა და ავტორობით დაიბეჭდა „66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა“; „სახარება“ (ორ ენაზე – ბერძნულსა და რუმინულზე), რომელიც ანთიმოზ ივერიელის მიერ საუცხოო ორნამენტებითაა შემკული; „დავითნი“ (რუმინულად); „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმინდათა განდიდებისა“ (რუმინულ და ძველ სლავურ ენებზე); „ანთოლოგიონი“ (ბერძნულად); „ქრისტიანული სწავლებანი“ (რუმინულად); „კონდაკი“ (ბერძნულ-არაბულად); „ჟამნი“ (ბერძნულ-არაბულად); „სლავური გრამატიკა“, „აღმოსაელეთის ეკლესიის დოგმების შესახებ“ (რუმინულად); „ორთოდოქსალური აღსარება“ (ბერძნულად); „ლოცვანი“ (ბერძნულად); „ათონის მთის სამლოცველო“ (ბერძნულად) და სხვ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანთიმოზ ივერიელის მიერ დამზადებული არაბული შრიფტი გამოიყენეს სირიაში, ქ. ჰალაბის სტამბაში წიგნების დასაბეჭდად. ანთიმოზ ივერიელმა ათანასე ანტიოქიელი პატრიარქის თხოვნით პირველმა დაბეჭდა ვლახეთში სალიტურგიო წიგნები ბერძნულ-არაბულ ენებზე, რომლეებიც უსასყიდლოდ დაურიგდათ ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ არაბებს. 1703 წ.ანთიმოზ ივერიელმა რუმინულ ენაზე გამოსცა ბერძნულიდან თარგმნილი ბიბლია.
1708 წელს ანთიმოზ ივერიელი აირჩიეს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. მან თავის რეზიდენციაში, ტირგოვიშტეში, დააარსა სტამბა, სადაც გამოიცა: „ყოველწლიური წიგნი საეკლესიო ღვთისმსახურების შესახებ“; „მეფე ალექსი კომნენოსის სამხედრო დოგმატიკა“ და „დავითნი“. 26 წლის განმავლობაში მან ვლახეთში გამოსცა სხვადასხვა ხასიათისა და მოცულობის 64 წიგნი, მათგან 39 უშუალოდ მისი დაბეჭდილია. ანთიმოზ ივერიელის ორიგინალური თხზულებაა მისი „ქადაგებები“.
სასულიერო შინაარსის წიგნების გამოცემა რუმინულ ენაზე სალიტერატურო ენის დახვეწას, ლიტურგიკულ პრაქტიკაში ადგილობრივი ენის დამკვიდრებას ემსახურებოდა: „ყველა მღვდელმთავართა შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდვს, როგორც ანთიმ ივერიელს“ (ვ. პიკო).
დიდი ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზს თბილისში ქართული სტამბის დაარსებაშიც. როგორც ცნობილია, ვახტანგ VI-მ იერუსალიმის პატრიარქის, ქრიზანთეს, მეშვეობით კონტაქტი დაამყარა ანთიმოზ ივერიელთან და დახმარება თხოვა სტამბის მოწეობის საქმეში. ანთიმოზ ივერიელმა კ. ბრინკოვიანუს შემწეობით გაგზავნა საქართველოში თავისი ყველაზე დახელოვნებული და იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული მესტამბე მიხაილ იშტვანოვიჩი. ქართულ პირველნაბეჭდ წიგნებში ნათქვამია. რომ ვახტანგ VI-მ „მოიხვნა სტამბა ვლახეთით“, მესტამბე კი იყო რუმინეთიდან ჩამოსული იშტვანოვიჩი, „უნგროვლახელი“. მან თბილისის სტამბაში 1709-1711 წწ. დაბეჭდა ათი დასახელების წიგნი – „დავითნი“, „სახარება“, „სამოციქულო“, „კონდაკი“ და სხვ.
[რედაქტირება] მონაწილობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში
ანთიმოზ ივერიელი აქტიურად მონაწილეობდა და, ფაქტობრივად, წარმართავდა ვლახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას უცხოელი დამპყრობლების – თურქებისა და ფანარიოტების – წინააღმდეგ. მას აშკარად გამოხატული ანტითურქული ორიენტაცია ჰქონდა, რაც სხვადასხვა დროს თანხვდებოდა იმდროინდელი მართლმადიდებლური რუსების და ავსტრიელთა ინტერესებს. კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომელიც არ ატარებდა ერთიან პოლიტიკურ კურსს, თურქების მომძლავრების პერიოდში მათთან მოლაპარაკების, შერბილებული პოლიტიკისა და ლოდინის გზას ადგა. ცნობილია, რომ ანთიმოზ ივერიელმა მისგან ფარულად მოაწყო რუს. მომხრე დიდგვაროვანთა თათბირი, რაც ბრინკოვიანუსთან უთანხმოების მიზეზი გახდა.
1714 წ. თურქებმა სიკვდილით დასაჯეს კონსტანტინე ბრინკოვიანუ, 1716 წ. კი – უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი. ამავე წლიდან ოსმალეთი ვლახეთის მთავრებად ფანარიოტებს (ბერძნებს კონსტანტინოპოლიდან) ნიშნავდა. 1716 წ. აგვისტოში თურქები დამარცხდნენ ავსტრიელებთან ბრძოლაში და ანთიმოზ ივერიელის აქტიური მონაწილეობით გავრცელებული ხმების გამო, თითქოს ავსტრიელები მოადგნენ ბუქარესტს, ფანარიოტი ნიკოლო მავროკორდატი ქალაქიდან გაიქცა. ანთიმოზ ივერიელის თაოსნობით შედგა თათბირი, სადაც ვლახეთის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი მკვიდრი ბრეზოიანუ. ავსტრიელებმა ისევე, როგორც რუსებმა, არ მიიყვანეს ბოლომდე თურქებთან ბრძოლა. ფანარიოტი მავროკორდატი მალევე დაბრუნდა ბუქარესტში. მან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო და სიკვდილით დასაჯა შეთქმულების მოთავენი. ეპისკოპოსთა ყრილობაზე, რომელიც მოწვეული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის, იერემიასა და მავროკორდატის მიერ, ანთიმოზ ივერიელს აჰყარეს სასულიერო წოდება, დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია და მიუსაჯეს ექსორია სინის მთის ეკატერინეს მონასტერში. გზაში იანიჩარებმა ანთიმოზ ივერიელი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.
ანთიმოზ ივერიელი რუმინეთისა და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს.
თ. აბულაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გვინჩიძე ო., ანთიმ ივერიელი, თბ., 1973;
- კვასხვაძე შ., ვახტანგ VI სტამბის წიგნი, თბ., 1952;.
- კურდღელაშვილი შ, ქართული სტამბის ისტორიიდან, თბ., 1959;
- ლეონიძე გ., ანთიმოზ ივერიელი, „დროშა“, 1951, #2;
- ნანუიო ნ., ქართული და რუმინული ხელოვნების ურთიერთობა, „საბჭოთა ხელოვნება“, 1963, #8;
- შანიძე ა., ქართული სტამბის ისტორიისათვის, კრ.: „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წგ. 1, თბ., 1935;
- შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბ., 1955;
- Джинджихашвили Ф., Антимоз Ивериели Тб., 1967;
- История Румынии, под редакцией М Роллера, 1950;
- Revolutiile Valachiei de Anton Maria Gel Chiaro Florentino, Iasi, 1929.